ინფრასტრუქტურის მინისტრი რეგიონალურ ჟურნალისტებს შეხვდება


ხვალ, 14 საათზე სასტუმრო ,, ველა პალასში“ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია რეგიონების ჟურანლისტებს შეხვდება. მედიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ მათ რეგიონში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მინისტრისგან მიიღონ.

სავარაუდოდ, შეხვედრის ერთ–ერთი მთავარი თემა იქნება გვირაბის რეაბილიტაციის გამო სტეფანწმინდაში ტრავერტინები დაზიანება.

 

ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი შეხვედრაზე კითხვებს წალკის რაიონის  შესახებ დასვამს.

 


KKPRESS.GE

Comments