ურთიერთბრალდებები და დასაქმების მოლოდინში მყოფი რუსთაველები




თუმცა სამინისტრო  ჩქარობს და დაუყოვნებლივ ითხოვს პროკურატურამ შეისწავლოს ქვემო ქართლის გუბერნატორის ხელმოწერილი რამდენიმე დოკუმენტი.  ნარმანიას უწყება, რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე ქვემო ქართლის გუბერნატორის, დავით კირკიტაძის ინტერესებზე საუბრობს. სამინისტრო ფიქრობს, რომ კირკიტაძემ საეჭვო მოტივაციით მთავრობას თბილისი-რუსთავის მონაკვეთზე ე.წ. ბუფერული ზონის მოხსნის ინიციატივით მიმართა და იდეა განახორციელა კიდეც. ასევე, სამინისტრო ჟურანალისტებს აწვდის ინფორმაციას, რომ რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის ასაშენებელ ტერიტორიაზე, 8057 კვ.მ მიწის მონაკვეთი მოქალაქე ჯორჯ გვიმრაძეს გადეცა. შემდეგ კი აღნიშნულმა პირმა მიწა ორ თვეში  გურამ გვიმრაძეს აჩუქა.





აქვე ვიტყვი, რომ სამინისტრო ცრუოებს, როდესაც ამბობს რომ ჩვენ ეს მიწა გვიმრაძეს ვაჩუქეთ, აქ რეალურად მოხდა გაცვლა მიწის სხვა მონაკვეთში, სადაც სპორტის სასახლე უნდა აგვეშენებინა", - აცხადებს კირკიტაძე. ამბობს, რომ მთავრობას ბუფერული ზონის მოხსნის ინიციატივით მიმართა და ის, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო კონკრეტული ფაქტებით შეუძლია დაადასტუროს. ,, ამ გადაწყვეტილების გამო რუსთავში თითქმის დასრულებულია ცხრასართულიანი სასტუმროს მშენებლობა, ჰიუნდაის ცენტრის და ახალი ავტოცენტრი. ეს კი კონკრეტული სამუშაო ადგილებია, რაც ძალიან სჭირდება ქალაქს", - აცხადებდა, კირკიტაძე.

კირკიტაძემ  ჟურნალისტებს იმ ადგილების დათვალიერება შესთავაზა, სადაც მისი განცხადებით რუსთავი-თბილისის გზის მშენებლობა 8 სექტემბერს დაიწო და ერთ თვეში შეჩერდა. საუბრობდა, რომ ნახევარ-კილომეტრიან მონაკვეთზე სამუშაოები დაწყებული იყო და ტერიტორიიდან მიწის ნაწილის ამოღებაც მოხდა. პერიოდულად სიცხისგან შეწუხებული გუბერნატორი კი პრემიერის მრჩეველს მიმართავდა: ,, ო, დიდო ხუხაშვილო მოგვიღრუბლე ცა".





მანონ ბოკუჩავა
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments