,, ოქრო საქართველოში” - პრეზენტაცია ეროვნულ მუზეუმში


KKPRESS.GE

ადგილ საყდრისში მიკვლეული ოქროს მოპოვების უძველესი კერა არის შეტანილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში. პროექტის ,,ოქრო საქართველოში" მონაწილეების ინფომაციით დადგან ნუსხიდან ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ამოღების და მისი სტატუსის შეცვლის საკითხი. ასევე, მათივე ინფორმაციით აღნიშნული იდეის განხორციელების სურვილი შპს მადნეულს აქვს, რადგან  წარმოების გაფართოების მიზნით  ძეგლის დანგრევას გეგმავს.

დღეს,  ეროვნული მუზეუმის სააქტო დარბაზში, პროექტის ,,ოქრო საქართველოში"-პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა  ბოლნისის რაიონის, ადგილ საყდრისში აღმოჩენილი ოქროს მოპოვების უძველესი კერის შესწავლასა და დაცვის პრობლემებს.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული თანამედროვე სამეცნიერო კვლევების და მიღწევების შესახებ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ და ბოხუმის, გერმანიის სამთო მუზეუმის, რურის უნივერსიტეტის პროფესორმა, თომას შტოლნერმა ისაუბრეს.

,,  თავისი ისტორიული და სამეცნიერო მნიშვნელობით, საყდრისის ოქროს წარმოების კერა უძველესია მსოფლიოში. მისი მნიშვნელობა სცილდება ჩვენი ქვეყნის ფარგლებს და  მსოფლიო უძველეს ცივილიზაციებთან, კავკასიის კულტურულ ეკონომიკურ კონტაქტებს ასახავს" , - განაცხადა ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალთან საუბრისას, ეროვნული მუზეუმის დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ.


 აღსანიშნავია, რომ პროექტი, რომელიც 2007 წლიდან მიმდინარეობს, "ფოლკსვაგენის ფონდის, გერმანიის ფონდის და საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის მიერ ფინანსდება.

,, პროექტი - ოქრო საქართველოში, საქართველოს ეროვნული მუზეუნის, ბოხუმის სამთო მუზეუმის, ბოხუმის რურის უნივერსიტეტის და გერმანიის სამთო ტექნოლოგიების კორპორაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, 2007 წლიდან მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში, არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიკვლეული უძველესი ოქროს მაღაროები, მოპოვებული 10 000-მდე ქვის ურო და სამუშაო იარაღი ადასტურებს, რომ საყდრისში ოქროს მოპოვება ხელით, სამთო წესით ხდებოდა", -  აღნიშნა, მომხსენებელმა თომას შტოლნერმა.

აუდიტორიის შეფასებით, მსგავსი პროექტების განხორციელება და  მათი მიმდინაროების დროს აღმოჩენილი სიახლეების შესახებ საზოგადოების ინფორმირება მნიშვნელოვანია, როგორც ქართველი, ასევე სხვა ქვეყნის წარმომადგენელი სპეციალისტებისთვის.

,, აღნიშნულ პროექტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს არამარტო ქართული, არამედ მსოფლიო არქეოლოგიისთვის. მსგავსი ინტერნაციონალური კვლევები და კორპორატიული თანამშრომლობა აუცილებელია ყველა დაინტერესებული მხარისთვის, ვინაიდან ადგილობრივ სპეციალისტებს არ გაგვაჩნია გერმანიის მსგავსი, ტექნიკურად სრულყოფილი საკვლევი ლაბორატორიები,ხოლო მათ არ აქვთ ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია  ამ პერიოდის კავკასიის ძეგლების კვლევის კუთხით,"-აღნიშნა, უფროსმა მეცნიერ თანამშომელმა, გიორგი მინდიაშვილმა.

ადგილ საყდრისში მიკვლეული ოქროს მოპოვების უძველესი კერა არის შეტანილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში. პროექტის ,,ოქრო საქართველოში" მონაწილეების ინფომაციით დადგან ნუსხიდან ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ამოღების და მისი სტატუსის შეცვლის საკითხი. ასევე, მათივე ინფორმაციით აღნიშნული იდეის განხორციელების სურვილი შპს მადნეულს აქვს, რადგან  წარმოების გაფართოების მიზნით  ძეგლის დანგრევას გეგმავს.

რუსუდან გოგოლაძე

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments