მარნეულის რაიონი სოფელი ილმაზლო – რეპორტაჟი +ფოტომასალა




,, ჩვენ გვერდით სოფლებს აქვთ ბუნებრივი აირი, ჩვენთან კი არაა. ასევე, პრობლემაა სარწყავი წყალი, რადგან წყლის საქაჩი,  რომელიც ელექტროენერგიით  მუშაობს ერთ ადამიანს ეკუთვნის. ის კი ძვირად გვაძლევს სარწყავ წყალს", - საუბრობენ სოფელში. ამბობენ, რომ 41-ს მისცეს ხმა და ცვლილებებს ელიან. ილმაზლოში ,,ქართულ ოცნებას" 41-ად მოიხსენიებენ.





,, პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მოხდა პირდაპირი მიყიდვის წესით მიწის ნაკვეთების გადაცემა მათ მოსარგებლე პირებზე. აქ, კი მთელი რიგი ხარვეზები გამოიკვეთა. ერთის მხრივ, პრობლემა შექმნა უზუსტო ნახაზებმა და მერეს მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ადგილი გარკვეულ შემთხვევებში მიწის მოსარგებლეთა შეცდომასაც ჰქონდა. ამას ვამბიბ, რადგან მიწის ამზომველი ადგილზე სამუშაოებს დამქირავებლის, ანუ მიწის მოსარგებლის ნებართვით აწარმოებს და ნახაზს ამ უკანაკნელის ხელმოწერას - დასტურის ნიშნად ურთავს", - საუბრობს, მარნეულის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის უფროსი, დავით ხარშილაძე.

კითხვაზე მიწის პრივატიზაციის პროცესში იყო, თუ არა შესაძლებელი ცვლილებები სოფლის რწმუნებულს შეეტანა ამბობს, რომ თეორიულად ამისი შანსი არსებობს. ხარშილაძე გვიხსნის, რომ მიწის მესაკუთრე ნახაზის მომზადების შემდეგ მის მთავარ კოდს გადასცემდა სოფლის რწმუნებულს, სადაც წესით ზუსტად უნდა იყოს მითითებული მიწის ნაკვთის მდებარეობა. სწორედ, ამ კოდის გამოყენებით ევალებოდა სოფლის რწმუნებულს წერილით გუბერნატორისთვის მიმართვა და მიწის დასაკუთრების თხოვა მოქალაქისთვის, რომელიც მის ტერიტორიულ ერთეულში შედის.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments