სოციალურად დაუცველთა დასახლება – მარის არხი


KKPRESS.GE

მალაკნების დასახლებაში დღეს ცხოვრებას მათ გარეშე აგრძელებენ. რუსთავის მარის არხის უბანში დღეს მალაკნები აღარ ცხოვრობენ, თუმცა  ამჟამინდელ მაცხოვრებლებსაც მათი მსგავსი პრობლემები აწუხებთ.

ისევე, როგორც მალაკნებს დასახლების დღევანდელ მაცხოვრებლებსაც სახლების და საკარმიდამო მიწის დაკანონების პრობლემა აქვთ. გვიხსნიან, რომ რეალურად ბოსლებად ქცეულ სახლებში შევიდნენ და ბევრი რამ თავად გააკეთეს, თუმცა სახელმწიფო აღნიშნულ უძრავ ქონებას შესაბამისი თანხის გადახდის გარეშე არ უკანონებთ.
მარის არხში საცხოვრებელი სახლი, მხოლოდ ერთეულებს აქვთ შესყიდული და დაკანონებული. დასახლებაში ერთმანეთის მსაგვსი ნახევარი-საუკუნის წინ აშენებული ერთ სართულიან კირით შელესილი სახლებია, ხის ღობეები ადგილ-ადგილი დაშლილია. სახლების უმეტესობას  სახურავი დაზიანებულია აქვს და კრამიტების ნაცვლად პარკებითაა გადახურული, ზედ კი აგურები ადევს.

,, დასახლებაში მხოლონ 5 ოჯახს, თუ ექნება სახლი დაკანონებული. პრივატიზაციისთვის ითხოვენ თანხას, რაც არავის აქვს. აქ, ზოგადად ცხოვრობს ისეთი ოჯახები, რომელთაც ქალაქში ჰქონდათ ბინები, მაგრამ იპოთეკაში ჩადეს და მერე, შესაბამისი თანხა ვეღარ გადაიხადეს - ბინები დაკარგეს. ასეთ ოჯახებს კი ახალი სახლის და საკარმიდანო მიწის ყიდვის საშუალება არ აქვთ.


ეს სახლებიც კი ხედავთ რა დღშია, სახურავი თითქმის ყველას აყრილი აქვს, კედლები მალაკნების სახლეში ტალახითაა ნაშენი და ცვივა უკვე, მიწა კედლებიდან", - საუბრობენ ადგილობრივები და  გვიწერენ დაზიანებული სახლების მისამართებს იმისთვის, რომ მთავრობა დაინტერესდეს მათი მდგომარეობით.

მარინა გოგობერიძე ამ დასახლების ერთ-ერთი მაცხოვრებელია.  სხვებზე მეტად აქტიურია და საკუთარ პრობლემებთან ერთად სოციალურად დაუცველ მოზობლებზეც საუბრობს.

,, მარის არხის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ბუნებრივი აირია. დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი მთავრობა ამ პრობლემას მოაგვარებს. ჩვენი დასახლებას უკვე, შეხვდა რუსთავის  მაჟორიტარის ბიურის ხელმძღვანელი და იმედი გვქვას, რომ დაგვეხმარებიან. ასევე აღსადგენია დასახლების და გარდაბნის ტყის დამაკავშირებელი ხიდი", - საუბრობს, ადგილობრივი მარინე გოგობერიძე.

20 წელია დასახლებაში ცხოვრობს ზემფირა კიაზიმოვა. ამბობს, რომ წლებია მისი ოჯახი ერთ ოთახიან სახლშია.  გვაჩვენებს სახლის კედლებზე გაჩენილ ბზარებს და სახურავის მდგომარეობას. ამბობს, რომ ახლობლების დახმარებით შეუძლია ეზოში აბანო გააკეთოს, მაგრამ თუ დაეხმარებიან და ასეც მოიქცევა, სოციალურ დახმარებას შეუწყვეტენ. ,, თავს ადამიანად ვერ ვგრძნობ, დავიღალე ტაშტების თრევით. ერთ ოთახში ვცხოვრობთ მთელი ოჯახი, თუ მივიღებ ახლობლებისგან ერთჯერად დახმარებას მერე სოციალური შემიწყდება და ვართ ასე გაჩერებული", - ამბობს, კიაზიმოვა.

მარის არხში მთავრობას სახლების შეკეთებას და სახურავების გადახურვას სთხოვენ #108, 14 (ა), 124 (ვ), 140 და 128 (ა)-ში მაცხოვრებელი ოჯახები. მათი უმრავლესობა სოციალურად დაუცველის სტატუსის მატარებელია, ჰყავთ მცირეწლოვანი ბავშვები. დასახლება, ასევე ითხოვს ბუნებრივ აირს. მოსახლეობის თქმით, ბუნებრივი აირი არის მათ გვერდით მდებარე სოფელ თაზზაქენდში, ასევე მთელ რუსთავში და მხოლოდ, მათ უწევთ საკვების შეშის ღუმელით მომზადება და ზამთარში ტყიდან მოტანილი ფიჩხის იმედად ყოფნა.


მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments