გარდაბანში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს



გარდაბნის გამგეობის ინიციატივით რაიონში ადვილობრივმა მოსახლეობამ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან ერთად ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნა. რაიონის 45 მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი მოსახლეობას გამგეობის წინ შეხვდა. ერთ-ერთი ვეტერანი, რომელსაც გადაადგილება არ შეეძლოა ღონისძიებას მანქანიდან ადევნებდა თვალს.  ,, დღეს არის სიკეთეს ბოროტებაზე გამარჯვების დღე. თქვენ კი ხართ ის ადამიანები ვინც მოგვიტანა ეს გამარჯვება. თქვენ გჭირდებათ გაცილებით მეტი დაფასება ვიდრე გქონდათ", - მიმართავდა შეკრებილ ვეტერანებს  ღონისძიების ორგანიზატორი, გარდაბნის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, გელა ხუციშვილი.

ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი დაინტერესდა გადაეცემათ, თუ არა ვეტერანებს ერთჯერადი ფულადი დახმარება. გარდაბნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ცენტრალური ბიუჯეტიდან მათ  200 ლარი დაერიცხებათ. ,, თუ რამე შეიცვლება ამ მიმართულებით, რაც არამგონია,  ჩვენ გამოვიჩენთ მათ მიმართ ამ მხრივ  ყურადღებასაც", - საუბრობდა, ხუციშვილი.


Comments