მარნეულში სასოფლო–სამეურნეო ბარათებთან დაკავშირებით კვლავ პრობლემებია ( + ვიდეო)


KKPRESS.GE

მარნეულის გამგეობაში დღეს ტრადიციული თათბირი გაიმართა. რაიონის ტერიტორიული ერთეულების ხელმძღვანელებმა ჩატარებული სამუშაოების და არსებული პრობლემების შესახებ ანგარიში რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს, პაატა აბრამიშვილს  ჩააბარეს.

ძირითადი აქცენტი, სასოფლო-სამეურნეო ბარათების თემაზე გაკეთდა. შულავერის ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ  მომზადებული ზუსტი სიების მიუხედავად ხვნა-თესვის ბარათების დარიგება შეფერხდა. მის მსგავსად, ამ კუთხით არსებულ პრობლემაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებმაც. მათი თქმით, რატომღაც სწორი მონაცემებით შედგენილ სიებსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო პრობლემურ სიებად მიიჩნევს. ასევე დასძინეს, რომ ხშირად უსაფუძვლოა მიწის ქვემოიჯარეთა უკმაყოფილება ბარათებთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნული სახელმწიფო დახმარება არ არის გათვალისწინებული სათითაოდ ყველა ქვემოიჯარისთვის.




Comments