საყდრისში გამოსატუტი მოედანი უნებართვოდ აშენდა - 29.11.2013

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი
humanrights.ge


საყდრისში გამოსატუტი მოედნის აშენებაზე ნებართვა არავის გაუცია, თუმცა მოედანი მაინც ფუნქციონირებს. ამ საკითზე ინფორმაცია გარემოსდამცველა ორგანიზაციებმა გარემოს დაცვის სამინიტსროს ინფრომაცია აგვისტოში მიაწოდეს, თუმცა ამ დრომდე არაფერი შეცვლილა და გამოსატუტი მოედანი ისევ ფუნქციონირებს. 22 ნოემბერს გარემოს დაცვის სამინისტროში საყდრისის საკითხზე გამართულ შეხვედრაზე ,, მწვანე ალტერნატივა“ სწორედб აღნიშნულ საკითხზე განმარტებებას ითხოვდა

კითხვას, რატომ არ ახდენს სამინისტრო რეაგირებას ნებართვის გარეშე აშენებულ გამოსატუტ მოედანზე - უწყების გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსი გაოცებით ხვდება: „ჩვენ დავუკავშირდით ზედამხედველობის სამსახურს. გვითხრეს, რომ ჩავლენ ადგილზე გაეცნობიან არსებულ სიტუაციას და დააჯარიმებენ კომპანიას. რაც შეეხება ჩვენ დეპარტამენტს, ნამდვილად არაფერი ვიცოდით აღნიშნული მშენებლობის შესახებ“, - აცხადებდა შეხვედრაზე, გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსი, თამარ შარაშიძე.გამოსატუტ მოედანზე ოქროს მოპოვებისთვის ქანების ციანიდებით დამუშავება ხდება. გარემოსდამცველების თქმით, ამ პროცედურამ შესაძლოა საკმაოდ დიდი ზიანი მოუტანოს გარემოს.

„მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ სამინისტროს სამსახურებს შორის საჭირო კომუნიკაცია არ არსებობს. ამის თქმის საფუძველს კი ზედამხედველობის სამსახურში აგვისტოს ბოლოს მიწერილი წერილი აძლევთ. ,,მწვანე ალტერნატივა“-ს აღმასრულებელი დირექტორი, ნინო გუჯარაიძე ამბობს, რომ მათ ჯერ კიდევ აგვისტოში გარემოს ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი ექსპედიციით შეიტყვეს, რომ RMG-იმ გამოსატუტი მმოედნის მშენმებლობა დაიწყო: „ ჩვენ აღნიშნულთან დაკავშირებით მივწერეთ სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს. პასუხად მივიღეთ, რომ წერილი გადაეგზავნა ზედამხედველობის სამსახურს. შემდეგ მივმართეთ სექტემბრის შუა რიცხვებში უშუალოდ ზედამხედველობის სამსახურს, გვაინტერესებდა შეაჩერეს, თუ არა აღნიშნული მშენებლობა, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ. გასულ კვირას კი უშუალოდ მინისტრს მივწერეთ და საბოლოოდ ინფორმაციის მიღება მაინც ვერ შევძელით“, - საუბრობს, გუჯარაიძე. ის ამბობს, რომ სამინისტროს მეტი ყურადღება მართებდა აღნიშნული საკითხის მიმართ, რადგან მადნის ტექნოლოგიური დამუშავება არის ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი გარემოსთვის.

,,მწვანე ალტერნატივა“ მიიჩნევს, რომ RMG უნებართვოდ აშენებული ობიექტისთვის უნდა დაჯარიმდეს და მოგვაინებით აღნიშნული მოედნის ექსპლუატაციისთვის სამინისტრომ უნდა შეარჩიოს ის ალეტერნატიული ფორმა, რომელიც ყველზე ნაკელებად დააზიანებს გარემოს: ,, ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ის კი არ უნდა იყოს კომპანიისთვის ეკონომიკურად რა არის მომგებიანი, არამედ სამინისტრომ უნდა იფიქროს იმაზე, რომ გარემოს მაქსიმალურად ნაკლები ზიანი და რისკები შეუქმნას“, - აცხადებს ,,მწვანე ალტერნატივა“-ს“ აღმასრულებელი დირექტორი.


Illegally Constructed Platform for Alkali Treatment in Sakdrisi
29.11.2013



Manon Bokuchava, Kvemo Kartli
humanrights.ge


Nobody had issued permission on the construction of Platform for Alkali Treatment in Sakdrisi though it is functioning. Environmental organizations provided the Ministry of Environment with the information about the platform in August, 2013. However, nothing has changed yet and the platform still functions. On November 22, Green Alternative requested clarifications about the issue at the meeting on the Sakdrisi case at the Environmental Ministry.

Head of the Unit for Issuing Permissions on Environmental Projects got surprised when asked why the Ministry did not react on the illegal constructions. “We contacted the Supervision Service and they promised to study the situation on the ground and fine the company. As for our unit, we did not know anything about the ongoing construction,” said Tamar Sharshidze, head of the Unit for Issuing Permissions on Environmental Projects at the Ministry.

Ore is treated with cyanide on the Platform. Environmentalists say the procedure might seriously damage the environment.

Representatives of the Green Alternative say the necessary communication between the service units of the Ministry does not exist. The basis of their allegation is their unresponded letter sent to the Supervision Service in August. Nino Gujaraidze, director of the Green Alternative, said in August they learned from one of the expeditions of the National Environmental Agency that RMG had launched construction of the platform for treating the ore. “We sent letter to the person responsible for issuing public information at the Ministry. They replied the correspondence was forwarded to the Supervision Service. Then we directly applied to the Supervision Service wondering whether the construction was stopped but we could not get reply. Last week, we directly communicated to the Minister but could not get information again,” Gujaraidze said and added that the Ministry should be more attentive about the case because technological treatment of the ore is very dangerous for the environment.

Green Alternative believes that RMG shall be fined for illegal construction and the Ministry shall select alternative form for the exploitation of the aforementioned platform, which will have much less negative impact on the environment. “We should not focus on what is profitable for the company, instead the Ministry shall care to cause least damage and risks for the environment,” the executive director of the Green Alternative said.

Comments