გარდაბნის გამგებელმა გარდაბნის რწმუნებულს პოლიციაში უჩივლა



,, სამშაბათს გვქონდა თათბირი, სადაც  ვისაუბრე გაზეთ ,,ქრონიკაში" ჩვენ შესახებ გამოქვეყნებულ ცილისწამებებზე. მე არავისთვის დამიდვია ხელი და მითქვას, რომ მან მიაწოდა გაზეთს არასწორი ინფორმაცია, მაგრამ ქალბატონმა ლელამ თავის თავზე მიიღო. ყველას წინაშე თავის ძმებით დამემუქრა და მითხრა, რომ მასწავლიდნენ ჭკუას და წესს ამიგებდნენ", - საუბრობს ჩადუნელი. მისი თქმით, ამავე დღეს მას საღამოს საათებში მობილურზე დაუკავშირდნენ. სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენეს და დაემუქრნენ.



კითხვაზე, რა კონტექსტში ახსენა ძმები ჩადუნელთა საუბრისას ამბობს: ,, როდესაც ჩადუნელმა თათბირზე დაიწყო ამ საკითხზე საუბარი და მე მიყურებდა, ავდექი და ვთქვი, რომ ნამდვილად უნდა ვიცოდეთ ვინ არის ჩვენ შორის ის ადამიანი, რომელიც ასეთ ინფორმაციებს ავრცელეს. იქვე დავსძინე, რომ ენის მიტან-მოტანა ჩემთვის არ არის მისაღები და ენის მიმტან ადამიანებს ჩემი ძმები ენებს აჭრიან-მეთქი. ეს მომენტი მან ისე გამოიყენა, თითქოს მე ძმებით მას დავემუქრე", - აცხადებს, გარდაბნის რწმუნებული, ლელა ბენდელიანი.



Comments