გარდაბნის გამგებელი საფინანსო სამსახურის კაბინეტში შეიპარა?! + (ვიდეო) - 03 მარტი 2014


,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალს" გარდაბნის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი მარინა პირველი დაუკავშირდა. მისი თქმით, დღეს მაშინ როდესაც არც ერთი სამსახური არ მუშაობს, გარდაბნის მერიის შენობაში რაიონის გამგებელი, ნუგზარ ჩადუნელი და საფინანსო სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი შევიდნენ. კონკრეტულად კი აცხადებდა, რომ აღნიშნული პირები მის კაბინეტში შესვლით იყვნენ დაინტერესებულნი და მოახერხეს კიდეც.







Comments