პოლიციის მცდელობის მიუხედავად აქციის მონაწილეები მინისტრებს შეხვდნენ + (ვიდეო) - 07 მარტი 2014


რუსთავში  ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 70 წლისთავისთვის მიძღვნილ შემოქმედებით ღონისძიებებს, ყოფითი პრობლემებიც გაერია. შარტავას ხსოვნისთვის პატივის მისაგებად ჩამოსულ კახა კალაძეს და დავით ნარმანიას, რუსთაველი მძღოლები და ხაზების ხელმძღვანელები დახვდნენ. შეგახსენებთ, რომ რუსთავში მძღოლების აქცია მე-15 დღეა მიმდინარეობს და ისინი თვითმმართველობისგან მგზავრთა გადაყვანაზე გამოცხადებული კონკურსის გადავადებას ითხოვენ. რაზეც მერიიდან პასუხობენ, რომ კონკურსი კანონის ფარგლებში გამოცხადდა და ვერ გადაავადებენ.




მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

Comments