გარდაბნის გამგებლად, ორი დღის წინ სკანდალში გახვეული, ამბაკო ავალიანი დაინიშნა - 14 მარტი 2014


11 მარტს ადგილობრივი და ცენტრალური მედია საშუალებები გარდაბნის საპრეზიდენტო შტაბის ხელმძღვანელის მოადგილის, ჯაბა ლურსმანაშვილის ცემის ფაქტს აშუქებდნენ. ლურსმანაშვილმა განაცხადა, რომ მას ფიზიკური შეურაცხოფა გამგეობის წინ, გარდაბნის გამგებლის მოადგილე, ამბაკო ავალიანმა მიაყენა. შესაბამისი სარჩელით მან ადგილობრივ პოლიციას მიმართა. ჩაუტარდა ექსპერტიზა - დასკვნას კი ამ დღეებში გააცნობენ.

მაშინ, როდესაც ლურსმანაშვილი სახეზე და ტანის არეში მიყენებულ დაზიანებებს იშუშებს, გარდაბნის გადამდგარი გამგებლის ნაცვლად - გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ამბაკო ავალიანი ინიშნება.

გარდაბნის თვითმმართველობის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ავალიანი ნამდვილად დაინიშნა დროებით  გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად, თუმცა ლურსმანაშვილთან დაკავშირებულ საქმეზე ,,ჯერჯერობით" კომენტარს არ აკეთებს.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

Comments