რუსთავის ქალთა კლუბი მრავალშვილიანი ოჯახების მხარდასაჭერად



ხუთი შვილის დედა, ია თოდრია აცხადებდა, რომ საცხოვრელის თხოვნით არა ერთხელ მიმართა რუსთავის თვითმმართველობას, თუმცა  არავინ დახმარებია. ბინის საკითხის გარდა, მან საბავშო ბაღის პრობლემაზეც ითხოვა ყურადღების გამახვილება. აცხადებდა, რომ საბავშო ბაღების სიმცირის გამო, რომელიც არაა საკმარისი ქალაქში მცხოვრები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის - შვილის სასურველ ბაღში გადმოყვას ვერ ახერხებს.
,, გვიხდიან ნარჩენების გატანის და წყლის გადასახადს. ასევე გვაძლევს მერია თითო ბავშვზე 25 ლარს.  ჩვენთვის განკუთვნილია სამგზავრო ბარათებიც, მაგრამ შვიდსულიან ოჯახს ერთ ბარათი აქვს მხოლოდ. მაშინ, როდესაც ოჯახში ყველა სოციალურად დაუცველია და ხშირად სხვადასხვა მიმართულებიც გვიწევს ქალაქში გადაადგილება. ამ ყველაფერს ერთვის ჩვენი ოჯახების მძიმე ეკონომიური მდგომარეობა, რომელსაც არსებული სოციალური დახმარება ვერ შველის, თუმცა ამ დახმარების მიღებაც დიდი მიღწევაა", - საუბრობდნენ მრავალშვილიანი ოჯახების წარმომადგენლები.




ქალთა კლუბის კანონპროექტი მრავალშვილიან ოჯახთა მიმართ ამ ეტაპზე, შემდეგი სახის ინიციატივებს მოიცავს: სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახის დასაქმებულ წევრს სახელმწიფომ გაუწიოს საგადასახადო კუთხით შეღავათი და არ ჩამოაჭრას საშემოსავლოს 20%; მთავრობამ წაახალისოს ადგილობრივი ბიზნესი და მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრების დასაქმებისას მათ გარკვეული საგადასახადო შეღავათები დაუწესოს; სარეიტინგო ქულების დადგენისას მრავალშვილიან ოჯახს არ დაემატოს ქულები იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში მხოლოდ ერთი წევრი მუშაობს და მისი შემოსავალი არ აღემატება  არასრულწლოვანი შვილების საარსებო მინიმუმის ჯამს. სააგენტომ მისი მუშაობის შედეგად ოჯახს ქულების რაოდენობა არ გაუზარდოს;  სარეიტინგო ქულების დადგენისას მრავალშვილიან ოჯახში ქულები არ მიენიჭოს საყოფაცხოვრებო ტექნიკას, რომლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 1 000 ლარს.


Comments