რუსთავში შეჩერებული მშენებლობები საზოგადოებრივი სივრციდან იზოლირებული არაა


გასული წლის ოქტომბერში რუსთავის ინტერნატების დასახლება ყველა მედია საშუალების ყურადღების ცენტრში იყო. 7 წლის ბექა ქამუშაძე დასახლებაში წყლით სავსე, სიღმის მქონე ორმოში დაიხრჩო.

დღეს აღნიშნულ ორმოზე დიდი სიღრმის მქონე ობიექტები - რუსთავის ცენტრალურ გამზირებზე საზოგადოებრივი სივრციდან არაა იზოლირებული. ასეთი მდგომარება არის იმ ობიექტებთან, რომელთა ნაწილის მშენებლობა წინა და ნაწილის კი ამჟამინდელი ხელისუფლების დროს შეჩერდა.

გუბერნიის და იუსტიციის სახლის წინ მდებარე მშენებლობა დაახლოებით ერთი წლის წინ შეჩერდა. პროკურატურის ნაცვლად ახლა ადგილზე მშენებლობის ფუნდამენტია მხოლოდ. მასსა და მიწის თხრილს შორის მანძილია დარჩენილი, რომლის სიღრმე დაახლობეით 4 მეტრია. საზოგადოებრივ სივრცეს ობიექტისგან არაფერი ყოფს.

იგივე სურათია სასტუმრო ,,რუსთავთან" მდებარე მშენებლობებზე, რომელთა აქტიური სამუშაო პროცესი არც დაწყებულა. კომპანია ,,სოკარის" ორივე მხარეს 5 მეტრის სიღრმის ორმოებია.

,, მარჯვენა ორმოზე მე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ჩვენ შესახებ მოგახსენებთ. 2006 წელს იგეგმებოდ აქ, ორი 14 სართულიანი კორპუსის მშენებლობა. ამისთვის აშენდა დამატებითი ნაგებობა მუშებისთვის და გაკეთდა ეს 5 მეტრიანი ორმო. სამწუხაროდ, თურქულმა კომპანიამ ,,თანიმ" ვერაფერი ააშენა და ვართ ასე.

მე მხოლოდ ამ კონტეინერის და მუშების დროებითი საცხოვრებლის მეთვალყურეობა მევალება, თუმცა ამაშიც უკვე 3 წელია ხელფასს არ მიხდიან. რაც შეეხება ორმოს შემოღობვას მეც ვითხოვ, რადგან მასზე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას. ამ ღობეს რაც ჰქონდა საყრდენი ბოძები დალპა და აყრილია ადგილ-ადგილ. არადა ბავშვები ველოსიპედებით ჩადიან ამ ორმოში, ხან რაღაც ახალი სპორტის სახეობით დაკავებული ჯგუფი მოდის და თავდაყირა ხდებიან ორმოში. ვეჩხუბები, კისერი არ მოიტეხოთ-მეთქი და წყინთ ბავშვებს, ჩვენ ნიჭიერში გამოვედით - ამას ვაკეთებდით იქაც და თქვენ რატო გვერჩით-ო", - საუბრობს ვაჟა ყორშია, რომელიც იცავს თურქული კომპანიის კონტეინერს და მუშების დროებით საცხოვრებელს.

აღნიშნული ორმოების მეზობლად არის, მე-7 მიკროს ერთ-ერთ კორპუსთანა მდებარე საბავშო ატრაქციონიც. 5 მეტრიანი ორმოსადმი სიფრხილის გამოჩენის მიზნით ყურადღებას ითხოვს ვაჟა ყორშიაც. ადგილობრივი მოსახლეობა კი ამბობს, რომ ამ ობიექტის ამგვარი მდგომარეობა, როგორც წინა მთავრობას არ ანაღვლებდა - ასევე საკითხის მიმართ უყურადღებობას იჩენს ქალაქის ამჟამინდელი ხელმძღვანელობაც.
საზოგადოებრივი სივრციდან იზილირებული არაა შარტავას გამზირზე საცხოვრებელ კორპუსებთან მდებარე ობიექტიც, სადაც სპორტის სასახლე უნდა აშენებულიყო.  ადგილზე სავარაუდოდ, შენობის ფუნდამენტისთვის სამზადისი იყო დაწყებული და ორი ორმოა გაკეთებული. ერთ-ერთი წყლითაა ნაწილობრივ სავსე. იქვე კი რამდენიმე მეტრში საცხოვრებელი კორპუსის ეზოში საბავშო ატრაქციონი დგას..

,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" აღნიშნულ საკითხზე რუსთავის თვითმმართველობის კომენტარს ელის. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით ხდება აღნიშნული ობიექტების მოსარგებლეების ვინაობის დაზუსტება და თემაზე ამომწურავი კომენტარი ხვალ გაკეთდება.






პ.ს ფოტორეპორტაჟი იხილეთ პორტალის facebook-ის გვერდზე.


მანონ ბოკუჩავა


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

Comments