აქციის მონაწილეთა პროტესტის ადრესატი რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა + (video) - 06 მარტი 2014


რუსთავის მერიის წინ მიმდინარე მძღოლებისა და ხაზების ხელმძღვანელების პროტესტმა, დღეს მერიიდან მაჟორიტარის ბიუროსკენ გადაინაცვლა. აქციის მონაწილეთა თქმით, მათ თვითმმართველობაში განუცხადეს, რომ მგზავრთა გადაყვანაზე გამოცხადებული კონკურსის საკითხს მაჟორიტარი, ზვიად ძიძიგური წყვეტს. ორ საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, აქციის მონაწილეთა ადვოკატმა, რევაზ რიჟამაძემ განაცხადა, რომ ძიძიგურის ბიუროს ხელმძღვანელ, დავით მაღლაკელიძესთან საუბარი უშედეგოდ დასრულდა.

თავად მაღლაკელიძემ ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ მაჟორიტარი არაა უფლებამოსილი გადაავადოს, ან გააუქმოს თვითმმართველობის გამოცხადებული კონკურსი. რუსთავის მერიაში კი კონკურსის, საკრებულოს მიერ სანებართვო პირობების მიღების  შემდეგ, მალევე გამოცხადებას - მძღოლების გაფიცვას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული გაფიცვით პროცესი დაჩქარდა.  საუბრობენ ასევე, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული აქციები პოლიტიკურად მოტივირებულია.




Comments