წინასაარჩევნოდ მარნეულსა და წალკაში 1 457 545 ლარის ინფრასტრუქტურულ პროექტებს იწყებენ


KKPRESS.GE - ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი 


წლების განმავლობაში, წინასაარჩევნოდ ,,ტრადიციად" იყო ქცეული ინფრასტრუქტურული პროექტების რიცხვის ზრდა, რაც ამომრჩევლის განწყობაზე ახდენდა გავლენას და მმართველი გუნდის ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა.
,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" აკვირდება რეგიონში შემავალი მუნიცუპალიტეტების წინასაარჩევნოდ გამოცხადებულ ტენდერებს.

ჩვენი დაკვირების შედეგად იკვეთება რეგიონის ორი მუნიციპალიტეტი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში, მაისსა და ივნისში იწყებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელას, რომელთა საერთო ღირებულებაც თითოეულ რაიონში 700 000 ლარს აღემატება.

საუბარი გვაქვს წალკის და მარნეულის მუნიციპალიტეტებზე.
წალკის მუნიციპალიტეტი 17 აპრილს აცხადებს 674.237 ლარიან ტენდერს. ,, პროექტი ითვალისწინებს წალკისმუნიციპალიტეტ სოფლებში წყლის სისტემების სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოებს სახელმწიფობიუჯეტით", - ვკითხულობთ სატენდერო განაცხადში.

ასევე 17 აპრილს წალკის მუნიციპალიტეტი აცხადებს ტენდერს სოფელ ბარეთში ჭაბურღილისრეზერვუარის,ელქტრო  გაყვანილობისა და შიდა ქსელის მოწყობაზე.  შესყიდვა კეთდება ადგილობრივი ბიუჯეტის ფინანსებით და მისი სავარაუდო ღირებულება შეადგებს 93 308 ლარს. წინადადებების მოღების ბოლო ვადა არის 14 მაისი. სამუშაოები სატენდერო პირობების თანახმად ხელშეკრულების დადებისთანავე უნდა დაიწყოს.

მარნეულის მუნიციპალიტეტიც, 17 აპრილს აცხადებს ტენდერს 400 000 ლარიან შესყიდვაზე: ,,მუნიციპალიტეტისტერიტორიაზე სოფელ წერეთლის შიდა გზების მოასფალტების სამუშაოების შესყიდვაზე". ამავე დღეს მარნეული აცხადებს 200 000 ლარიან ტენდერს შესყიდვაზე, რომლითაც უნდა მოხდეს,,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფელ ბეგლიართან მისასვლელი გზის მოასფალტება."  ასევე აღნიშნული მუნიციპალიტეტი სხვა მომსახურებაზეც აცხადებს შესყიდვას, რომლის ღირებულებაც არის 117 000 ლარი. ამ შემთხვევაში ტენდერი 
გამოცხადებულია ,, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შიდასარწყავი არხების გაწმენდის სამუშაოებზე."

საარჩევნო კოდექსის 49 მუხლი საარჩევნო სუბიექტების თანაბარ პირობებში ჩაყენების მიზნით  საბიუჯეტო თანხების ხარჯვაზე გარკვეულ აკრძალვებს აწესებს. კერძოდ აღნიშნულ მუხლში საუბარია იმაზე, რომ იკრძალება არჩევებამდე 60 დღით ადრე ისეთი პრექტების დაწყება, რომელიც არ იყო მანამდე დაგეგმილი.

კოდექსის ეს მუხლი ვერ უმკლავდება არსებულ რეალობას, რადგან რომელი თვეს დაინიშნება არჩევნები წინასწარაა ცნობილი, მითუმეტეს მმართველი გუნდისთვის და სირთულეს არ წამოადგენს ბიუჯეტების იმგვარი დაგეგმვა, რომ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროქტები წინასაარჩევნოდ დაიწყოს.

საერთო ჯამში წალკის მუნიციპალიტეტი წინასაარჩევნოდ დაიწყებს რაიონში პროექტების განხორციელებას, რომელთა საერთო ღირებულებაც 740 545 ლარს შედაგენს, მარნეულის მუნიციპალიტეტი კი რაიონის სოფლებში დაიწყებს 717 000 ლარის ღირებულების სამუშაოებს.


მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments