100 ლარიანი ჯარიმები რუსთაველ მძღოლებს




KKPRESS.GE - ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი 

რუსთავის თვითმმართველობის ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურმა იმ მძღოლების დაჯარიმება დაიწყო, რომლებიც თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანაზე ნებართვის მფლობენ კომპანია ,,ინტერ ტრანსთან" არ თანამშრომლობენ. ამ დროისთვის 100 ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს ორ მძღოლს.

,, მე არ ვახდენდი მგზავრთა დაყვანას. ვიჯექი ჩემ სამარშუტო ტაქსში, წინ გაკრული მქონდა ვარკეთილის ტრაფარეტი. მოვიდა მოსაკრებლების სამსახური და ადგილზევე გამომიწერა ჯარიმა", - საუბრობს ვარკეთილის მიმართულებით მომუშავე მძღოლი გოგიტა ბიბიაშვილი.

მის მხარდასაჭერად და კომპანია ,,ინტერ ტრანსის" მუშაბის მიმართ უკმაყოფილების გამოსახატად შეირიბდნენ სხვა მძღოლებიც. აცხადებდნენ, რომ აღნიშნულ კომპანიასთან ვერ ითანამშრომლებენ, რადგან მძღოლებს დიდ გადასახადს უწესებს.
,, როგორ არ დაუსახელებია ინტერ ტრანსს პირობები?! გუშინ ვმუშაობდი და თვითონ დამითვალეს. მითხრეს, რომ 43 ლარი უნდა გადავიხადო მანქანის ფული, 13.50 ლარი დღგ, 8 ლარი საშემოსავლო, კომპანიას 5 ლარი და 20 ლარი მარშუტკის ცვეთის ფული. ასევე 110 ლარი მჭირდება საწვავისთვის. ამის გადახდა და კიდე სარგებელის პოვნა 17 კაციანი სამარშუტოთი წარმოუდგენელია. ის 5 ლარიც, რომ არ დავხარჯოთ ჩვენ ჭამაზე, რასაც ახლა ვხარჯავთ, მაინც არაფერი გამოგვივა", - საუბრობს ასევე, ვარკეთილის ხაზზე მომუშავე ალეკო კოკაია.

ჯარიმების მიუხედავად აღნიშნულ მარშუტზე მომუშავე მძღოლები აგრძელებენ მუშაობას.

მათი უფლებების დამცველი ადვოკატი რევაზ რიჟამაძე უხსნის მძღოლებს, რომ ჯარიმები არ წარმოადგენს პრობლემას და მათ გაუქმებას სასამართლოს გზით შეძლებს.

რიჟამაძე აცხადებს, რომ მოსაკრებლების სამსახურს წლების განმავლობაში არავინ დაუჯარიმებია და ახლა მსგავსი მუშაობა დაიწყო, რათა დააზარალოს მისი დაცვის ქვეშ მყოფები. კითხაზე, როგორც რუსთავის მერობის კანდიდატს შესაძლოა აწყობდეს მძღოლების, არსებულზე მეტად, უარყოფითად განწყობა მმართველი პარტიის მიმართ პასუხობს:
,, თქვენ არ ბრძანდებოდით აქ, როდესაც პირველი მძღოლი დააჯარიმეს. იმყოფებოდა პირველი არხი, რომელმაც დააფიქსირა, რომ მე მაქსიმალურად ვცდილობდი მძღოლისთვის აღნიშნულ სამსახურს ფულადი ჯარიმა არ გამოეწერა და მხოლოდ გაფრთხილება მიეცა, თუმცა არ დათანხმდნენ. მე მართალია ვარ მერობის კანდიდატი, მაგრამ გახლავართ ადვოკატი, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფების კანონიერ ინტერესებს იცავს", - საუბრობს რიჟამაძე.

ის, რომ მერიის მოსაკრებლების სამსახურს დღემდე უნებართვო გადაყვანაზე არავინ დაუჯარიმებია ადასტურებს სამსახურის ხელმძღვანელი, ზაქრო დათუაშვილი. ამბობს, რომ სამსახურს ამ კუთხით დაკვირვება არ უწარმოებია, რადგან სფერო არ იყო კარგად რეგულირებული. ახლა კი მას შემდეგ რაც მგზავრთა გადაყვანაზე ნებართვა კონკურსით ერთ კომპანიას მიენიჭა, ყველა ხაზზე დაიწყო ამ მიმართულებით კონტროლი.

დათუაშვილი აცხადებს, რომ პარასკევს ჰქონდათ მძლებთან შეხვედრა და გააფრთხილეს, რომ უნებართვო გადაყვანებზე ჯარიმები დაიწერებოდა. ამბობს, რომ მსგავსი შემოწმება არ განხორციელებულა, მხოლოდ რიჟამაძის დაცვის ქვეშ მყოფ მძღოლებზე.

მოსაკრებლების სამსახურის 100 ლარიანი ჯარიმის გადასახდელად რუსთაველ მძღოლებს ერთი თვე აქვთ. აღნიშნულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში 500 ლარიანი საურავი დაეკისრებათ. ერთ თვეში კი ჯარიმის 100 ლარის და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში საქმეში აღსრულების ეროვნული ბიურო ჩაერთვება და თანხის ამოღება მძღოლისგან იძულების წესით მოხდება.

ამ დროისთვის დაჯარიმებული მძღოლები აცხადებენ, რომ ჯარიმებს არ გადაიხდიან და მათი ადვოკატის დახმარებით სასამართლოს მიმართავენ.


მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments