,,ინტერ ტრანსი“-ს შემოთავაზება რუსთაველ მძღოლებს - 14 აპრილი 2014

KKPRESS.GE

რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვა კონკურსით ,,ინტერ ტრანსმა" მოიპოვა, თუმცა კომპანია ხაზების ადგილობრივი მძღოლებით დაკომპლექტებს ვერ ახერხებს. დღეს კომპანიის ოფისთან საპატრული პოლიციის ეკიპაჟები საათობით მორიგეობდნენ. აცხადებდნენ, რომ დასაქმებულ და პროტესტის გამომხატველ პირებს შორის კონფლიქტის ასაცილებლად იყვნენე ადგილზე.
,,ინტერ ტრანსი"-ს დირექტორი, მამუკა მუმლაძე კი აცხადებდა, რომ ვერ დაგვისახელებდა იმ ადგილობრივი მძღოლების რაოდენობას ვინც მათთან თანამშროლობას დათანხმა. ამბობდა, რომ მათზე ხაზების ე.წ მეპატრონეები და მძღოლების ნაწილი ზეწოლას ახდენს.


,, ჩვენ მზად ვართ შევუქმნათ მძღოლებს ისეთი პირობები, რომ მათი ხარჯი ამჟამინდელზე დიდი არ იყოს. რეალურად კი მათ ჩვენთან თანამშრომლობით უკეთესი შრომითი პირობები და შემოსავალი ექნებათ. ჩვენ ვიცით ეს სფერო და კარგად გვაქვს გააზრებული, რომ მძღოლი რომელიც არ არის თავისი პირობებით კმაყოფილი არ გიმუშავებს", - საუბრობდა მუმლაძე. ამბობდა, რომ კომპანია რუსთავის მერიის თანხობის და შესაბამისი სამართლებრივი ფორმის შექმნის შემდეგ მზადაა თბილისის მიმართულებით არსებულ ხაზებზე დატოვოს ის მძღოლები, რომელთა ტრანსპორტის მდგომარეობა კარგია და 2005 წელზე ნაკლები არაა. მუმლაძე ამბობდა, რომ ასეთი სამარშუტოების რაოდენობა დაახლოებით 50-ია და წესით ასეთ შემოთავაზებას უნდა დათანხმდნენ მძღოლები, რომელთაც ტრანსპორტი ბანკის კრედიტებით შეიძინეს და რთულ მდგომარეობაში არიან.

აღნიშნულ განცხადებაზე რუსთავის მერიიდან პასუხობენ, რომ საკონკურსო პირობებით მსგავსი რამ შესაძლებელია და დამატებითი სამართლებრივი რეგულაციების შექმნა არ არის საჭირო.

თავად პროტესტის გამომხატველი მძღოლების ნაწილი და ხაზების ე.წ მეპატრონეები აცხადებენ, რომ  აღნიშნული შემთავაზებაც არ არის მათთვის მისაღები, რადგან ისინი დაქირავებულის სტატუსით კომპანიასთან არ ითანამშრომლებენ.
შეგახსენებთ, რომ მძღოლების ნაწილი და ხაზების ე.წ მეპატრონეები ითხოვენ ჩატარებული კონკურსის გაუქმებას, ან მგზავრთა გადაყვანის ნებართვის ნაწილის მათთვის გადაცემას და ,,ინტერ ტრანსთან", როგორც ბიზნეს პარტნიორთან თანამშრომლობას.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

Comments