ეკომიგრანტები წლებია სახელმწიფოსგან ეფექტურ მუშაობას ელიან - 15 აპრილი 2014



პრობლემას ისიც ართულებს, რომ ოჯახების უმრავლესობა შესახლებულია სახლებში, რომელიც ბერძენი მესაკუთრისგან სახელმწიფოს არ აქვს შესყიდული. მეპატრონეები კი პერიოდულად ბრუნდებიან წალკაში და შესახლებულ ოჯახებს ასახლებენ, ან ქირას უწესებენ. ასეთი ,,დაბრუნებები" წალკაში, რომლისაც ეკომიგრანტებს განსაკუთრებით ეშინიათ სააღდგომოდ ხდება.


რაც შეეხება საცხოვრებელს, ასევე ბერძენის სახლში ვარ და ქირას 100 ლარით ყოველ წელს მიმატებს. ვთხოვთ მთავრობას დახმარებას. მოგვცენ თავშესაფარი, რომელიც ნამდვილად გვეცოდინება, რომ ჩვენი საკუთრებაა. ასევე არსებობისთვის ეკომიგრატებს მოგვცენ მიწა, რომელიც ვარგისია დამუშავებისთვის", - საუბრობს, ავრანლოში მცხოვრები ეკომიგრანტი, მარინა ღორჯომელაძე.



ორგანიზაცია, რომელიც საზოგადოების აღნიშნული ნაწილის საცხოვრებელ გარემოს  იკვლევს ,, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი", (CENN) ამბობს რომ სახელმწიფოს ამ ადამიანების დასახმარებლად - დიდი სამუშაოს ჩატარება მართებს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ პირველ რიგში საკანონმდებლო დონეზეა საჭირო ეკომიგრატებისთვის შესაბამისი სტატუსის განსაზღვრა.

,, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი"-ს პროექტების მენეჯერი, ნინო თევზაძე გვიხსნის, რომ სოფელ ავრანლოს და საყდრიონის სურათი სხვაგვარი ვერ იქნებოდა, რადგან წალკის რაიონში ამ დროისთვის დაახლოებით 3 000 ეკომიგრატი ოჯახი ცხოვრობს - სახლემწიფოს კი ამ დრომდე მხოლოდ 571 სახლი აქვს შეყიდული - აქედან კი 10 სახლს სახურავი არ აქვს.

,, ეს სახლებიც კი რომელიც სახელმწიფოს აქვს შესყიდული არ არის დაკანონებული ეკომიგრანტებისთის. ასევე, ამ სახლების შესყიდვასთან ერთად არ მომხდარა ეკომიგრატებისთვის მიწის შესყიდვა, რათა მათთვის საარსებო ელემენტარული პირობები შეექმნათ", - საუბრობს თევზაძე. ამბობს, რომ ეს საკითხი არ არის მხოლოდ დარახველიძის უწყების საქმე, რადგან პრობლემა სისტემურ მიდგომას საჭიროებს და მთელი მთავრობა ურთიერთშეთანხმებულად უნდა მუშაობდეს - ეკომიგრანტებისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შესაქმნელად.



"ჩვენ წალკაში სტიქიით დაზარალებული ოჯახებისგან საინიციატივო ჯგუფი შევქმენით, რომლებმაც მოგვაწოდეს იმ დაზარალებული ოჯახების შესახებ მონაცემები, რომლებიც როგორც თვითონ ამბობენ, სტიქიით დაზარალებულები არიან, ჩვენ გვინდა დავადგინოთ ნამდვილად ის ოჯახები ცხოვრობენ თუ არა, ვინც თავის დროზე ჩამოასახლეს, რადგან ძალიან ბევრმა ოჯახმა უკუმიგრაცია განიცადა და უკან წავიდა. თუ ეს დადასტურდება, თავისთავად ცხადია მათ ეს სახლები დაუკანონდებათ", - სამინისტროს განსახლებისა და მიგრაციის სამმართველოს უფროსი კოტე რაზმაძე.


,, თუმცა ქონების რეგისტრაცია 1657 პირმა ვერ შეძლო. ზოგმა ფინანსების უქონლობის გამო და ზოგმაც იმიტომ, რომ მიწა არ იყო სასოფლო სამეურნეო დანიშნულებისთვის ვარგისი. ჩვენ ახლა რეგიონის გუბერნატორთან ერთად ვცდილობთ მოხერხდეს ამ მიწების 200 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით მათთვის გადაცემას", - აცხადებს წალკის გამგებელი, ილია საბაძე.

სანამ სახელმწიფო უწყებები კოორდინირებულ მუშაობას ისწავლიან და პარლამენტი დაიწყებს მსჯელობას 11 000 ეკომიგრანტისთვის  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კანონპროექტზე - წალკის სოფლებში დახმარების თხოვნით წერილებს წლებია პრემიერს და პრეზიდენტს უგზავნიან. წერილებში ერთადერთი ცვლილება ადრესატი თანამდებობის პირების გვარებია..


Comments