რუსთავი-თბილისის ავტობანის მშენებლობა იწყება - 15 აპრილი 2014


დღესვე სამუშაობის დაწყების ადგილი კომპანიამ რუსთავის მერთან და გუბერნატორთან ერთად მოინახულა. კითხვაზე როგორი იქნება ანაზღაურება დასაქმებული პირების და სად უნდა გააკეთონ დასაქმების მსურველებმა განაცხადი კომპანია პასუხობდა, რომ განაცხადის გაკეთება მათთანაც შეიძლება და ასევე დასასაქმებელი პირების სიები გადმოეგზავნებათ რუსთავის მთავრობისგან. 

,, ვაკანსიებზე გვითხრეს, რომ სიები გადმოგვეგზავნება რუსთვის მთავრობიდან. ასევე ჩვენ კოპანიაშიც შეიძლება მოსვლა. იმედს გავთქვამთ, რომ ქართველი მუშები და ჩინელი მუშები და ინჟინრები  ერთად კარგად იმუშავებენ და სამუშაოები თავის დროზე დასრულდება. რაც შეეხება კერძო ნაკვეთებს, ყველგან სადაც გაივლის გზის ეს მონაკვეთი, სადაც ჩვენ სამუშაოებს ვიწყებთ, უკვე შესყიდულია. ანაზღაურება კი იქნება ადგილობრივი შრომითი კანონმდებლობის მიხედვით განსაზღვრული", - აცხადებდა, კომპანიის ამიერკავკასიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი შუ ცაო.

,, რეგისტრაცია დაწყებული არის, რამდენიმე ათეული ადამიანი უკვე მოსულია. მოგეხსენებათ ეს არის კომპანიასთან რიგით მეორე შეხვედრა. აქცენტი აღებული არის რუსთაველ მუშახელზე, მაქსიმალურად შეეცდებიან რუსთაველების დასაქმებას. ჩემი აზრით, 1-2 ასეული რუსთაველი დამატებით შემოსავალს ნახავს", - საუბრობდა რუსთავის მერი.


Comments