,,ინტერ ტრანსი“ რუსთავში ყვითელი სამარშუტო ტაქსების შემოყვანას აგრძელებს - 15 აპრილი 2014

KKPRESS.GE

მგზავრთა გადაყვანის სანებართვო კონკურსში გამარჯვებულმა კომპანია ,,ინტერტრანსმა" რუსთავში, უკვე 60  ყვითელი მიკროავტობუსი შეიყვანა.
დღეს მიკროავტობუსების ნაწილის შეყვანა რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების მძღოლებისა და ხაზების ე.წ მეპატრონეების საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. 

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები. ყვითელი სამარშუტო ტაქსების კოლონის ჩავლას მათი მხრიდან აგრესია არ მოჰყოლია. აქციის მონაწილეები
აცხადებდნენ, რომ ,,ალბათ" გააგრძელებენ აქციებს. თავად ,,ინტერ ტრანსი" კი აცხადებდა, რომ უახლოეს დღეებში დაიწყებს ახალი სამარშუტოებით ხაზების დაკომპლექტებას.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments