ტრანსპორტის პროფკავშირი ხელისუფლებასა და ხაზების ე.წ მეპატრონეებს შორის ,,დაწყებულ გარიგებაზე“ საუბრობს - 16 აპრილი 2014



ტრანსპორტის პროფკავშირის ხელმძღვანელი ლავრენტი ალანია აცხადებდა, რომ თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადამყვანი  ხაზების ე.წ მეპატრონეებმა და მათმა ადვოკატმა, რევაზ რიჟამაძემ დაიწყეს ხელისუფლებასთან ,,გარიგება" იმისთვის, რომ კონკურსი რუსთავის შიდა ხაზებზეც გამოცხადდეს და მათ შეძლონ საკუთარი ტრანსპორტის დასაქმება.




ხაზების ე.წ მეპატრონეებთან გარიგების შესახებ ინფორმაციას ჭორი უწოდა რუსთავის მერის მოადგილე, დავით სხირტლაძემ. შეკრებილებთან შესახვედრად გამოსული რუსთვის მერი, დავით ჯიქია კი აცხადებდა, რომ კონკურსი ვერ გამოცხადდება შიდა საქალაქო ხაზებზე, რადგან არ არის დათვლილი მგზავრთა ნაკადი. აცხადებდა, რომ მერია არ განიხილავს აღნიშნული კონკურსის ორ წელზე ადრე ჩატარების საკითხს და არ აპირებს პროფკავშირებთან დადებული შესაბამისი მემორანდუმის დარღვევას.

,, ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადამყვანი ხაზების ე.წ მეპატრონეების ადვოკატს, რევაზ რიჟამაძეს დაუკავშირდა. ჩვენ კითხვაზე რამდენად შეესაბამება სიმართლეს ლეიბორისტული პარტიის მიერ მისი რუსთავის მერობის კანდიდატად წარდგენის საკითხი ამბობს, რომ ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხზე გადაჭრით ვერაფერს იტყვის. რაც შეეხება ლავრენტი ალანიას ბრალდებებს, ამბობს რომ ბრალდება აბსურდულია და ხელისუფლებასთან რაიმე სახის გარიგების მცდელობას ადგილი არ აქვს.



Comments