,, ლავრენტი ალანია წლების მანძილზე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ფირმებს ყოველთვიურად 500–500 ლარს სძალავდა“

KKPRESS.GE

გუშინ, ტრანსპორტის პროფკავშირის ხელმძღვანელმა ლავრენტი ალანიამ და უფლებათადამცველმა ლევან ჩიტაძემ მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.
ალანია აცხადებდა, რომ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება რუსთაველ მძღოლებზე, რომელთაც თანამშრომლობა დაიწყეს ,,ინტერ ტრანსთან". მისი განცხადებით ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთ-ერთ მძღოლს კახა დარჩიაშვილს, რომელმაც კომპანიასთან თანამშრომლობა დაიწყო.

აქციების ორგანიზატორი მგზავრთა გადამყვანი შპს-ების წინააღმდეგ გააკეთა განცხადება ლევან ჩიტაძემაც. აცხადებდა, რომ აღნიშნული გადამზიდავები სახელმწიფოს გადასახადებს უმალავენ და საქმით ფინანსური პოლიცია უნდა დაინტერესდეთ.

დღეს ,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალს" აქციის მონაწილე მძღოლების და ხაზების ე.წ მეპატრონეების ადვოკატი, რევაზ რიჟამაძე დაუკავშირდა და ითხოვა, რომ ბრალდებებზე პასუხის გაცემის საშუალება მიეცეს.
,, ლავრენტი ალანია წლების მანძილზე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ფირმებს ყოველთვიურად 500-500 ლარს სძალავდა და ეს ისე, რომ არც ერთი ჩვენი ფირმის მძღოლი მისი პროფკავშირის წევრი არ ყოფილა და არც ახლა არის. ამჟამად როცა მძღოლებს გაუჭირდათ გვერდზე გადგა და მაფიოზებს შეეკრა, რა თქმა უნდა, მატერიალური დაინტერესების სანაცვლოდ, რაც გამოვლინდა იმაშიც, რომ რუსთავის შიდასაქალაქო ტრანსპორტის მძღოლებს ყოველდღიურად 1 ლარის ჩარიცხვა დაავალა თავის ანგარიშზე.

ჩვენი ბრძოლების იმ მცირე შედეგებს სამარცხვინოდ თავის გამარჯვებად აპიარებს. ჩვენ შევქმენით ჩვენი პროფკავშირი - ააიპ რუსთავის ტრანსპორტის ეროვნული გაერთიანება და თითქმის ყველა მძღოლი უკვე ჩვენი ორგანიზაციის წევრი გახდა. რაც შეეხება ლევან ჩიტაძეს, ის კალაძის კრიმინალურ დაჯგუფებას აყვანილი ჰყავთ როგორც ,,ანტიპიარშიკი" და დროგამოშვებით გამოაგდებს ხოლმე ათას სისულელეს: თავიდან იძახდა 28 მილიონი მიდიოდა სამარშუტოებიდან ნაციონალურ მოძრაობას-ო, მერე 7 600 ათასზე ჩამოვიდა, ახლა 5 მილიონს იძახის, თანაც ახლა ნაციონალურ მოძრაობას აღარ ახსენებს, ასევე შეცვალა იმ პირთა ვინაობები, რომლებიც თითქოს ამას აკეთებენ.

საგადასახადოსთან ურთიერთობა წარმოებს დადგენილი წესის მიხედვით და დღემდე ამ ორგანოს ჩვენთან გაუგებრობა არ ჰქონია. უბრალოდ, ეს ყველაფერი მართლაც სასაცილოა და თუ ვინმეს რამე პრეტენზია გააჩნია დამიჯდეს პირდაპირ დებატებში და საზოგადოება მიხვდება ვინ ტყუის და ვინ ლაპარაკობს სიმართლეს", - აცხადებს, რიჟამაძე.

პ.ს აღნიშნული ტექსტი ჩვენ წერილობითი ფორმით გადმოგვეგზავნა. მხარეებს შორის დაძაბულობის თავიდან არიდების მიზნითრამდენიმე ფორმულირება ტექსტში, რომელიც ჩავთვალეთ, რომ კონფლიქტის წინაპირობა შეიძლება გამხდარიყო არ გამოქვეყნდა. სხვა რაიმე ცვლილება, ჩვენი მხრიდან,  ბატონი რიჟამაძის კომენტარში არ მომხდარა.

ფოტოს წყარო: news.ge


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments