,, ინტერ ტრანსი" დასაქმების მსურველ რუსთაველ მძღოლებს მოსაფიქრებლად ორ დღეს აძლევს

KKPRESS.GE

შპს ,,ინტერ ტრანსი" რუსთაველ მძღოლებს 2 დღიან მოსაფიქრებელ ვადას აძლევს იმისთვის, რომ ჩამოყალიბდნენ სურთ თუ არა კომპანიასთან თანამშრომლობა. ,,ინტერ ტრანსი"-ს ხელმძღვანელი, მამუკა მუმლაძე აცხადებს, რომ სანებართვო პირობების თანახმად მათ, უკვე ევალებათ ხაზების მძღოლებით დაკომპლექტება. ამბობს, რომ აქვთ საშუალება აღნიშნულ ხაზებზე თავიანთი მძღოლები დაასაქმონ, თუმცა კომპანია პრიორიტებს რუსთაველ მძღოლებზე აკეთებს. ,, რუსთავის მერიამ გადმოგვცა 150 კაციანი სია, თუმცა არიან მძღოლები რომელებიც გარკვეული მიზეზებით ვერ მოდიან ჩვენ კომპანიაში დასაქმებისთვის. ჩვენ მათ საბოლოო შემოთავაზებას ვუკეთებთ. თუ არ დათანხმდებიან იძულებული ვიქნებით დავასაქმოთ ჩვენი რეზერვის მძღოლები", - საუბრობს მუმლაძე. 
კითხვაზე კონკრეტულად რა პირობებით ასაქმებს მძღოლებს ,,ინტერ ტრანსი" მამუკა მუმლაძე ზოგად კომენტარს აკეთებს. ამბობს, რომ ,, მძღოლს რასაც მეპატრონე უხდიდა, იმაზე ორჯერ მეტი გადაეხდება. რაც შეეხება სხვა გადასახადს კომპანია აუწყობთ მენეჯმენტს და მგზავრის უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე მეტი არაფერზე ექნებათ საფიქრალი", - დასძენს მამუკა მუმლაძე.



kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments