თვითმმართველობის არჩევნები და სხვადასხვა რაიონებში დისლოცირებული სამხედროები

KKPRESS.GE - ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი 


მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე თავდაცვის სამინისტროს და შსს სამხედროებს, რომელებიც დისლოცირებული არიან ქვეყნის სხვადასხვა რაიონებში არჩევნებში მონაწილეობის უფლებას - საარჩევნო კოდექსის 32-ე მუხლი განუსაზღვრავთ.

ხმის მიცემისას კოდექსი მათ აღნიშნულ უფლებას განსაზღვრავს იმის მიხედვით აღემატება, თუ არა 1 წელს მათი დისლოკაციის ადგილზე ყოფნა. მაჟორიტარის და მერის ასარჩევად კი ამომრჩევლის უფლებით სარგებლობისთვის  სამხედროთა უფლებას განსაზღვრავს, იმყოფებიან თუ არა იმავე ოლქის საზღვრებში, სადაც არიან რეგისტრირებულნი.

,, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურე, რომელიც კენჭისყრის დღეს განთავსებულია: ა.ა) შესაბამის დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისთვის მუდმივი წესით, წლით ან 1 წელზე მეტი ვადით,მონაწილეობს საკრებულოს როგორც მაჟორიტარულიისე პროპორციული საარჩევნო სისტემით
ჩატარებულ არჩევნებში და მერის/გამგებლის არჩევნებში;

ა.ბ) მუდმივი დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისთვის წელზე ნაკლები ვადით, მონაწილეობს საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, ხოლო მერის/გამგებლის არჩევნებსა და საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში იგი მონაწილეობს მხოლოდ იმ შემთხვევაშითუ მისიდისლოკაციის ადგილიშესაბამისადიმ საარჩევნო ოლქის/ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქისსაზღვრებშიარომელშიც ის არის რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურე, რომელიც კენჭისყრის დღეს განთავსებულია შესაბამის დისლოკაციის ადგილზე, მონაწილეობს საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, ხოლო მერის/გამგებლის არჩევნებსა და საკრებულოს მაჟორიტარული
საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში იგი მონაწილეობს მხოლოდ იმ შემთხვევაშითუ მისი დისლოკაციის ადგილიშესაბამისადიმ საარჩევნო ოლქის/ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის
საზღვრებშიარომელშიც ის არის რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით", - ვკითხულობთ საარჩევნო კოდექსის 32-ე მუხლში.


რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ სამხედროების შესახებ ინფორმაციას მათი დისლოკაციის ადგილზე არსებული ხელმძღვანელობა გადმოუგზავნით.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

Comments