მარნეულში მცხოვრები დევნილები საცხოვრებელ სახლებს ითხოვენ


მარნეულის რაიონის ელევატორის დასახლებაში 23 წელია ჯავის რაიონიდან მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ. რუსეთ-საქართველოს ომისა და მორიგო ოკუპაციის შედეგად, ამ ადამიანების კუთვნილ მიწებზე საქართველომ კონტროლი დაკარგა, შესაბამისად ჯავის ყოფილმა მაცხოვრებლებმა დევნილების სტატუსიც მიიღეს.

ერთდროულად დევნილებს და ეკომიგრანტებს სახელმწიფოს მხრიდან დახმარება სჭირდებათ. მათ დასახლებაში სამი კორპუსი აქვთ დაკავებული, აქედან ერთ-ერთს იყენებენ ბოსელად. საცხოვრებელ კორპუსებსა და ბოსელს შორის დაშორება 5-მეტრზე ნაკლებია. არ აქვთ ბუნებრივი აირი - სასმელი წყალი და კანალიზაცია საკუთარი ძალებით გაიყვანეს, თუმცა არც ერთი მათგანი არ არის კაპიტალურად გაკეთებული.



ჩვენ არ ვითხოვთ ამ შენობების გარემონტებას. მთავრობამ მოგვცა აქვე მიწის ნაკვეთები, სადაც გზაცაა გაყვანილი და ჩვენ ვუვლით ამ ნაკვეთებს, ჩვენი თხოვნაა ამ ნაკვეთებში აგვიშენონ პატარა სახლები და სხვა არაფრით შევაწუხებთ მთავრობას. გვყავს საქონელი, ვეწევით სოფლის მეურნეობას და თუ გვექნება სახლები - შეიქმნება კიდევ ერთი ქართული სოფელი მარნეულის რაიონში"- საუბრობს დევნილი რიტა ბერიძე.

ამავე მოსაზრებას იზიარებენ დასახლების  სხვა დროებითი მაცხოვრებლები. ამბობენ დღეს მათი შვილები პირუტყვის სადგომის გვერდით იზრდებიან, თამაშობენ და ანტისანიტარია მათ ჯანმრთელობას აზიანებს. აცხადებენ, რომ წერილი ივანიშვილს მისწერეს მისი პრემიერ-მინისტრობის დროს და მან მათთან დევნილთა სამინისტროს კომისია გამოაგზავნა. გვიხსნიან, რომ თავიანთ პრობლემაზე საუბარი დევნილთა მინისტრთანაც და მის ადგილობრივ წარმომადგენლობასთანაც ჰქონდათ. ახლა კი კონკრეტულ ნაბიჯებს ელიან მათგან.


,, სულ 40 ოჯახი ცხოვრობს ამ დასახლებაში. მათ გადაცემული აქვთ მიწის ნაკვეთები 2 500 კვ.მ ფართობის. რადგან ეს ოჯახები ეწევიან სოფლის მეურნეობას, ჰყავთ თავიანთი პირუტყვი და ამით ირჩენენ თავს - ჩვენ სამინისტროსთან ერთად შევიმუშავეთ გეგმა, რომლის თანახმადაც მათ კუთვნილ მიწებზე ავუშენებთ ბელეტაჟის ტიპის სახლებს. აღნიშნული სახლების მშენებლობის თანხა სავარაუდოდ 10 ათასი დოლარი იქნება, თუმცა ეს კიდევ დაითვლება. რაც შეეხება კონკრეტულად, როდის დაიწყება მშენებლობა შემიძლია გითხრათ, რომ ამ ადამიანების პრობლემა წელს მოგვარდება",- საუბრობს, მერაბ გოგსაძე.













Comments