შენობები, სადაც აკრძალულია სააგიტაციო მასალის გაკვრა


KKPRESS.GE - ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი 


ქვეყნის სხვადასხვა ქალაქები და რაიონული ცენტრები ყოველ არჩევნებზე სააგიტაციო პლაკატებით ჭრელდება. არჩევნების დასრულების შემდეგ კი გამარჯვებული, თუ დამარცხებული პოლიტიკური სუბიექტები საკუთარი სააგიტაციო მასალის ჩამოხსნით და გარეოს მოწესრიგებით ნაკლებად კავდებიან. შესაბამისად, რჩება შენებობები, ხიდები და ტრანსპორტის მოსაცდელები, ნახევრად დახეული და დაზიანებული სააგიტაციო მასალით.


ასევე, უკვე ცნობილია რუსთავის იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზეც აკრძალულია სააგიტაციო მასალების განთავსება. ასეთი შენობებია: რელიგიური და საკულტო ნაგებობები; სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შენობების ინტერიერი და ექსტერიერი;  სასამართლო; პროკურატურა; პოლიცია;  სამხედრო შენაერთები; იუსტიციის სახლი; საგანმანათლებლო დაწესებულებები; ბაგა-ბაღები და სხვა აღმზრდელობითი დაწესებულებები; ბიბლიოთეკები; მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე; ძეგლები და ბიუსტები; თეატრის შენობა; რუსთავის ციხე-სიმაგრე; მუზეუმის შენობა; კულტურული ხასიათის დაწესებულებები; საგზაო ნიშნები; შენობები, სადაც განთავსებულია საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები; შარტავას და ხალხთა მეგობრობის გამზირების რეაბილიტირებული შუა გამყოფი ზოლი; რეაბილიტირებული სახლების ფასადები და გარე განათების ბოძები.

ფოტოს წყარო: icres.wordpress.com

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments