მკვლელობა მარნეულში

KKPRESS.GE - ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი

დღეს დილით, მარნეულის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით 28 წლის ნაზიმ მამედოვი, ახლობლების გავრცელებული ინფორმაციით სიმამრმა ორი გასროლით მოკლა. თავის არეში მიყენებული გასროლის შედეგად მამედოვი ადგილზეა გარდაცვლილი.

მკვლელობა სურსათის მაღაზიაში, დაახლოებით 08:30 საათზე მოხდა.  როგორც გარდაცვლილის მეზობლები ყვებიან ნაზიმ მამედოვი შურისძიების ნიადაგზეა მოკლული. მათი ინფორმაციის თანახმად, კონფლიქის მიზეზი მამედოვის მიერ პირველი ცოლის მიტოვება და სიდედრის ნათესავის შერთვა გახდა.

 ,, მთელი თვეა ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მოკლავდნენ.  მე დედა ვარ და მეშინოდა, რის გამოც არა ერთხელ მივმართე პოლიციას, თუმცა მეუბნებოდნენ, ნურაფრის გეშინია-ო. ახლა კი დავდექი ამ ფაქტის წინაშე',- აცხადებს გარდაცვლილის დედა, აინა ომაროვა.

მედეა ჭკადუა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments