საია-ს რუსთავის ორგანიზაციამ პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრა გამართა

KKPRESS.GE  ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი 

დღეს, რუსთავის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისმა ადგილობრივ პოლიტიკურ პარტიებთან და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

 ,, ჩვენ დედაქალაქსა და საქართველოს 8 რაიონში ვახდენთ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს. ვაგროვებთ ინფორმაციას იმ დარღვევებზე, რომელიც გამოიკვეთება და ვთხოვთ პოლიტიკურ პარტიებსა, თუ მედიის წარმომადგენლებს აქტიურად მოგვაწოდოს ინფორმაცია ამ მიმართულებით.

დღეის მდგომარეობით გვაქვს ერთი ფაქტი ,,საქართველოს გზის" წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის, თუმცა ამ საკითხის გარშემო გარკვეული დეტალებია დასაზუსტებელი", - მიმართავდა შეკრებილებს საია-ს  რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი, ეკატერინე ფავლენიშვილი.

შეხვედრის  მონაწილე პარტიებმა სხვადასხვა სახის პრობლემებზე ისაუბრეს. კოალიცია ,, ქართული ოცნება" აცხადებდა, რომ ააიპ ,,რუსთავის კორპუსი" საარჩევნო მიზნებისთვის იყენებს კორპუსების ხელმძღვანელებს, (ე. წ მამასახლისი) რომელთა გადარჩევაც პოლიტიკური ნიშნით მოახდინა.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ რუსთავში ,,ოცნება" არ არის მმართველი პარტია.
ქრისტიან-დემოკრატების კითხვები სააგიტაციო მასალის გაკვრის საკითხს ეხებოდა. საუბრობდნენ, რომ თვითმმართველობის შემოღებული რეგულაციით გაუგებარია არის, თუ არა პლაკატების ხეებზე გაკვრა დაშვებული.
პარტიების ნაწილმა საია-ს არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე მათი წევრებისთვის ტრენინგების ჩატარების თხოვნით მიმართა.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

Comments