საარჩევნო ბლოკი ,,არასაპარლამენტო ოპოზიცია“ ქვემო ქართლში მუშაობას იწყებს

KKPRESS.GE - ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი 

დღეს, რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასაპარლამენტო ოპოზიციის საარჩევნო  ბლოკმა შეხვედრა გამართა. ღონისძიებას ბლოკის თავმჯდომარე, მამუკა კაციტაძე ესწრებოდა - მოწვეულნი იყვნენ აღნიშნულ ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების ქვემო ქართლის რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
 ,,არასაპარლამენტო ოპოზიციის" ბლოკის კოორდინატორმა ქვემო ქართლში, გელა ნაკაშიძემ განაცხადა, რომ შეხვედრა სამუშაო ხასიათისაა და მიზნად ისახავს საარჩევნო სიების შედგენას - მერობის და გამგებლობის კანდიდატების შერჩევას. ნაკაშიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბლოკმა ახლა დაიწყო რეგიონში მუშაობა გამოკითხვებით უკვე  მესამე ადგილზეა.  

შეხვედრა დაწყებიდან, რამდენიმე წუთში დაიხურა მედიისთვის.

ღონისძიების დასასრულს ცნობილი გახდა, რომ საარჩევნო ბლოკი რუსთავის სიის პირველ სამეულზე ჩამოყალიბდა. ესენი არიან: მამუკა გუჯაბიძე, გელა ნაკაშიძე და ლაშა მაჭარაშვილი. საარჩევნო შტაბს კი რეგიონში უხელმძღვანელებს მამუკა გუჯაბიძე.


,, რაც შეეხება რუსთავის მერობის კანდიდატს, ჩვენ ვმსჯელობთ სამ კანდიდატზე, რომლებსაც ახლა ვერ დაგისახელებთ. ერთი კვირა გვაქვს იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ ", - აცხადებს, გელა ნაკაშიძე.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

Comments