,, ინტერტრანსსა“ და რუსთაველ მძღოლებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს


KKPRESS.GE - ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი 


16 აპრილს შპს ,,ინტერ ტრანსმა" რუსთაველ მძღოლებს ორ დღიანი მოსაფიქრებელი ვადა მისცა. კომპანიის დირექტორი, მამუკა მუმლაძე აცხადებდა, რომ სანებართვო პირობების თანახმად კომპანია ვალდებულია დაიწყოს ხაზების მძღოლებით დაკომპლექტება და მათთან თანამშრომლობის მსურველ რუსთაველ მძღოლებს ორ დღეს აძლევს.

,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" დაინტერესდა რა რეალობაა აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

,,ინტერ ტრანსის" მედიასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს, რომ კომპანია მძღოლებთან მოლაპარაკების რეჟიმში იმყოფება. კომპანიის წარმომადგენლის, სოფო ცერცვაძის განცხადებით მოლაპარაკებები მიდის ხაზებზე 2005 წლის ზემოთ გამოშვებული, ტექნიკურად გამართული ტრანსპორტის დატოვებაზე.

კომპანიასა და მძღოლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებაზე ინფორმაციას ადასტურებს, ხაზების ე.წ მეპატრონეების და მძღოლების ადვოკატი, რევაზ რიჟამაძეც.



kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

Comments