რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია წლებია გრძელდება - 13 მაისი 2014

KKPRESS.GE- ქვემო ქათლის საინფორმაციო პორტალი

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია ორ წელზე მეტია გრძელდება. საერთო ჯამში ტყე-პარკის რეაბილიტაციისთვის დახარჯული თანხები 2 მილიონ ლარს ცდება. რუსთავის მერის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი ტაბატაძე აცხადებს, რომ პარკის რეაბილიტაციის შედეგად პროექტში გათვალისწინებული ყველა სამუშაო შესრულდა და ხარისხიც დამაკმაყოფილებელია. ამბობს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შესრულებული სამუშაოები დადებითად შეაფასა.

2 მილიონ 34 ათასი ლარის დახარჯვის შემდეგ რუსთაველებმა მიიღეს პარკი, სადაც რეაბილიტირებულია ცენტრალური შესასავლელი, ხელოვნური ტბის გარშენო და პარკის სიღრმეში დაგებულია ბეტონის ბილიკები, გაკეთებულია სანათები, შადრევნები - მათ გარშემო მოწყობილია რკინის სკამები, სანაგვე ურნები, გადაბელილია ხეები, თუმცა ნაწილი იქვეა დაყრილი.

რეაბილიტაცია არ შეხებია საბავშო რკინის ატრაქციონს და ამფი თეატრს  - ისინი ძველებურ იერსახეს ინარჩუნებენ;  ამოწმენდილია ტბა და მისი წყლით შევსება მიმდინარეობს; არაა რეაბილიტირებული პარკში მდებარე ხიდი, რომლითაც პარკის მეორე შესასვლელი იწყება,  წმ. ნინოს ქუჩის მიმართულებით. ასევე არაა რეაბილიტირებული აღნიშნული შესასაველი და მასთან მდებარე სველი წერტილები.
პარკის ტერიტორიიდან არაა გატანილი რკინის კონსტრუქციები, რომელებშიც წარსულში ზოოპარკის ცხოველები იყვნენ მოთავსებული.

ახალი დაგებული ბეტონის ბილიკების გარშემო არი არის მოწესრიგებული ბალახის საფარი. აღნიშნული კი ზაფხულის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით პრობლემას ქმნის. პარკში მოსეირნე ახალგაზრდები საუბრობენ, რომ უკვე არა ერთხელ წააწყდნენ ქვეწარმავლებს, რომელთა შემჩნევა გაზონის არ არსებობის პირობებში რთულია. აღნიშნული საკითხის მიმართულებით გეგმები არ აქვთ რუსთავის თვითმმართველობაში, თუმცა პარკის სხვა საჭიროებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით 430 000 ლარს დახარჯავენ.

,, ჩვენ სხვადასხვა ეკონომიებიდან დაგვრჩა თანხები. ვგეგმავთ პარში არსებული ღია თეატრის, პირსების, ორი სველი წერტილის და პარკირების ადგილის გაკეთებას.
თანხებს რაც შეეხება 280 000 ლარი ჯდება ღია თეატრის რეაბილიტაცია, 150 000 სველი წერტილები და პირსები. დამატებით გვინდა გავაკეთოთ ფეხბურთის და სკეიტბორდის მოედნები", - საუბრობს, რუსთავის მერის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი ტაბატაძე.

მიუხედავად პარკის რეაბილიტაციისთვის დახარჯული წლებისა და მილიონებისა - რუსთაველები კვლავაც ვერ ისვენებენ უსაფრთხო და სრულად რეაბილიტირებულ გარემოში. პარკის დიდი ნაწილი დღემდე ფეხით მოსეირნეთათვის გაუვალი და საშიში ადგილია.



kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

Comments