,,ოცნების“ მაჟორიტარები - 15 მაისი 2014


KKPRESS.GE- ქვემო ქათლის საინფორმაციო პორტალი

,,ქართული ოცნების" რუსთავის მერობის კანდიდატმა დავით ჯიქიამ რუსთაველებს კოალიციის რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა. განაცხადა, რომ შერჩეული კანდიდატები არიან ,, ღირსებით, პატიოსნებითა და წესიერებით გამოირჩეული ადამიანები".

,,ოცნები"-ს რუსთავის მაჟორიტარების სია ასე გამოიყურება:მეტალურგი რობიზონ ლომიძე; იურისტი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი გოჩა შავაძე; ეკონომისტი გრიგოლ კამკამიძე; ინჟინერი, რუსთავის პირველი საკალათბურთო კლუბის დამაარსებელი მამუკა აბაშიძე;ეკონომისტი დავით მაღლაკელიძე; ბიზნესმენი მარლენ ლაბაძე; კერძო სკოლა "მილენიუმისდამაარსებელიელზა ლეკვეიშვილი; ეკონომისტი მამუკა
მიქაუტაძე; ჟურნალისტი და დოკუმენტალისტი ზვიად სეხნიაშვილი;ინჟინერ-ეკონომისტი თენგიზ ტაბატაძე.
ოცნებობდნენ, თუ არა რუსთაველები ასეთ მაჟორიტარებზე  ,,ოცნება" არჩევნების შემდეგ გაიგებს.


KKPRESS.GE

Comments