ლეიბორისტების მერობის კანდიდატი რუსთაველებს თვითდასაქმებაში დახმარებას ჰპირდება - 15 მაისი 2014


,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" აგრძელებს  მერობის და გამგებლობის კანდიდატების მკითხველისთვის გაცნობას. რესპოდენტები პასუხობენ კითხვებს, რა ხედვები აქვთ ქალაქის, თუ რაიონის განვითარების და როგორ აფასებენ მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიას.

რუსთაველებს მერობის კანდიდატად ლეიბორისტული პარტია რევაზ რიჟამაძის კანდიდატურას სთავაზობს.

რიჟამაძე აცხადებს, რომ რუსთავის მოსახლეობის ყველაზე მთავარი პრობლემა უმუშევრობაა.

      
,, ჩემი ამოცანაა ამ ეტაპზე დავაარსო ,,რუსთავის მეგობრობის ფონდი", ხოლო მოგვიანებით ,,რუსთავის სამოქალაქო ბანკი", რომლის მიზანი მოსახლეობის თვითდასაქმებისათვის აუცილებელი ფინანსურ-ეკონომიური და სამართლებრივი მხარდაჭერა იქნება. ურთიერთობა იქნება რეგულარული, რაშიც უშუალოდ ვიქნები ჩართული", - საუბრობს ლეიბორისტული პარტიის რუსთავის მერობის კანდიდატი.
ამბობს, რომ ამ ეტაპზე მისთვის წინასაარჩევნო კამპანიაში ხელი არავის შეუშლია, თუმცა არათანაბარი ფინანსების გამო თვლის, რომ თანაბარ პირობებში არ იმყოფება.
რიჟამაძის მისამართით ოპონენტები აცხადებენ, რომ მას რუსთაველი მძღოლების ნაწილის იმედი აქვს და ხმებსაც ძირითადად მათგან ელის.    
    
,, ჩემ მხარდამჭერებს არ წარმოადგენენ მხოლოდ მძღოლები, მათ ემატებათ ოჯახის წევრები, ნათესავები, მეზობლები.. საარჩევნო კომპანია დღეს დავიწყე და როგორც შევნიშნე, მოსახლეობა რუსთავში საკმაოდ სიმპატიითაა განწყობილი ზოგადად ლეიბორისტული პარტიის მიმართ. მოქალაქეები ასევე,  მასობრივად გამოხატავენ სურვილს მათი, სხვადასხვა ხასიათის, დარღვეული უფლებებიც მძღოლების მსგავსად დავიცვა", - დასძენს რიჟამაძე.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

Comments