,,ოცნების“ მერობის კანდიდატი მწერლებს შეხვდა - 16 მაისი 2014



,,ოცნების" რუსთავის მერობის კანდიდატი, დავით ჯიქია მწერლებს შეხვდა. შემოქმედებითი საქმიანობით დაკავებულმა რუსთაველებმა შეხვედრაზე სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. მათი ნაწილი ჯიქიას მიმართ დადებით დამოკიდებულებას გამოხატავდა, წინასაარჩევნო დაპირებებით დაღლილები კი სთხოვდნენ, რომ არ მოეტყუებინათ. თავისი მხრივ, მერობის კანდიდატი აცხადებდა, რომ ის არ აკეთებს დაპირებებს, რომელთა შესრულებასაც ვერ შეძლებს.

საუბრისას მთავარ პრობლემად მწერლებისთვის ფართის არ არსებობა გამოიკვეთა. ჯიქია მათ დაპირდა, რომ არჩევის შემთხვევაში ამ პრობლემას მოუგვარებს.

,, დიახ, ექვსი თვე ვიყავი მერის მოვალეობის შემსრულებელი, ამ დროის განმავლობაში ვცდილობდი აღნიშნული პრობლემის მოგვარებას. ვეძებდით შენობას მათთვის, ეს არ არის საქმე რომელიც ადვილად კეთდება. შენობების დიდი ნაწილი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. გავაგრძელებ არჩევის შემთხვევაში ამ კუთხით მუშაობას და მწერლებს შემოქმედებითი საქმიანობისთვის საჭირო გარემოს შევუქმნით", - საუბრობდა დავით ჯიქია.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments