მარნეულში მმართველი პარტიის გამგებლობის და მაჟორიტარობის კანდიდატები დასახელდა - 17 მაისი 2014

KKPRESS.GE - ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი 

დღეს მარნეულის კულტურის ცენტრის წინ, პარტია ,,ქართულმა ოცნებამ" რაიონში გამგებლობის და 18 მაჟორიტარობის კანდიდატი დაასახელა.
,,ოცნება" მარნეულელებს გამგებლად, ამჟამინდელი გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, მერაბ თოფჩიშვილის კანდიდატურას სთავაზობს.

რაიონის მაჟორიტარების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება: მერაბ გიორგაძე-სოფელი წერეთელი; ვანო ბურნაძე - სოფელი წერაქვი; აიდა ხაჩიკიანი - სოფელი ახკერპი; არსენა ხვერდიანი - სოფელი ხოჯორნი; ჯოშგუნ ზეინალოვი - სოფელი კასუმლო; ელშან ჰასანოვი - მარნეული; მამედ მამედოვი - სოფელი დამია-გიურარხი; ნაბი აბდულაევი - სადახლო; ჯემალ კარაევი - სოფელი კაპანახჩი; სულეიმან ხალილოვი - სოფელი ალგეთი;
რიჩარდ გიგანი - სოფელი თამარისი; ბესიკ გუჯეჯიანი - სოფელი ოფრეთი; ლოვა აკოფიანი - შაუმიანი; რამინ გიულმამედოვი - ქუთლიარი; აბიბ ოსმანოვი - ყულარი; ვალი ისმაილოვი -  შულავერი; მაილ მიქიევი - ყაჩაღანი და ისმაილ ბაირამოვი - ყიზილაჯლო.

კანდიდატების წარდგენისთვის მარნეულს გიორგი ვოლსკი და გიორგი ჟვანია სტუმრობდნენ.

მედეა ჭკადუა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

Comments