,,არასაპარლამენტო ოპოზიცია“ დავით ჯიქიას რეგისტრაციიდან მოხსნას მოითხოვს - 19 მაისი 2014

KKPRESS.GE - ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი 

საარჩევნო ბლოკი არასაპარლამენტო ოპოზიცია მოითხოვს რეგისტრაციიდან მოიხსნას ,,ოცნების" რუსთავის მერობის კანდიდატი, დავით ჯიქია.  
შესაბამისი საჩივრით ბლოკი ცესკო-ს მიმართავს და წერს, რომ ჯიქია ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად არ ცხოვრობდა საქართველოში. მომჩივანები ასევე უთითებენ, რომ მსგავსი მოტივით რეგისტრაციიდან, უკვე არის მოხსნილი ირაკლი ოქრუაშვილი და ასეთივე მიდგომ უნდა იქნეს გამოყენებული დავით ჯიქიას მიმართაც.
საჩივრის მიღების შემდეგ, ცესკომ ჯიქიას საქართველოში ბოლო 2 წლის მანძილზე მუდმივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა მოსთხოვა. აღნიშნული დოკუმენტაცია ცესკოს 19 მაისის  16:00
საათამდე უნდა ჩაბარდეს.
არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნაზე, ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს დავით ჯიქია.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments