მძღოლები აცხადებენ, რომ საპატრული პოლიცია მანქანების დაპატიმრებით დაემუქრათ


kkpress.ge - ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი

რუსთავის ვარკეთილის მიმართულებით მომუშავე მძღოლები აცხადებენ, რომ მათთვის არ არის მისაღები ,,ინტერ ტრანსის" სამუშაო პირობები და თანამშრომლობაზე უარს ამბობენ.

საუბრობენ, რომ მძღოლებსა და კომპანიას შორის მორიგი მოლაპარაკება დღეს გაიმართება, მანამდე კი ხაზზე ყვითელი სამარშუტოების გარდა ვერავინ იმუშავებს
.
,, მოგეხსენებათ მოხდა ჩვენი მძღოლების 100-100 ლარით დაჯარიმება. ამის შემდეგ, ვარკეთილში საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობამ გააფრთხილა მძღოლები, რომ უნებართვოთ მოძრაობენ, ამიტომ მუშაობის გაგრძელების შემთხვევაში მანქანებს დააპატიმრებენ. ასევე თქვეს, რომ იგივე გველის რუსთავშიც, როგორც კი გავა
სამარშუტო აეკიდებიან და დააპატიმრებენ. იძულებული გავხდით ღამის 12 საათის შემდეგ შეგვეწყვიტა მუშაობა. ხაზის 30-ზე მეტი მძღოლი დარჩა უმუშევარი", - საუბრობს, ვარკეთილის ხაზზე მომუშავე მძღოლი, ვლადიმერ ლიპარტელიანი.

უკვე გამოწერილ ჯარიმებთან დაკავშირებით დაჯარიმებული მძღოლი, გოგიტა ბიბიაშვილი აცხადებს, რომ აქვს გასაჩივრების დრო და ამ ვადის განმავლობაში, მისი ადვოკატი რევაზ რიჟამაძე მიმართავს სასამართლოს.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments