ბლოკმა ,,არასაპარლამენტო ოპოზიცია“ რუსთავში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო


kkpress.ge - ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი

რუსთავში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო საარჩევნო ბლოკმა ,,არასაპარლამენტო ოპოზიცია." ბლოკის კოორდინატორი ქვემო ქართლის რეგიონში, გელა ნაკაშიძე აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში გააცნობს რუსთაველებს ბლოკის რუსთავის მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატებს.

,, განვიხილავთ მერის კანდიდატურაზე რამდენიმე პიროვნებას. ამ დროისთვის საუბარია ორ კანდიდატზე. შემიძლია გითხრათ, რომ ორივენი არიან რუსთაველები და მოდიან პოლიტიკის სფეროდან. რაც შეეხება, გამგებლობის კანდიდატებს ამ შემთხვევაში რთულადაა საქმე, საკმაოდ ჭირს კანდიდატების შერჩევა და შესაძლებელია, ჩვენ ქვემო ქართლის რაიონებში არ დავასახელოთ ჩვენი გამგებლობის კანდიდატები.

წევრების კუთხით კი ჩვენ არ გამოვირჩევით ოფიციალურად გაწევრიანებულთა სიმრავლით, თუმცა აქტიურად მოდიან რუსთაველები და მხარდაჭერას გვიცხადებენ", - საუბრობს, გელა ნაკაშიძე.

მისი თქმით, ბლოკი მასში გაწევრიანებისკენ მოუწოდებს სხვა არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებსაც.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments