,,ოცნების“ გარდაბნის რაიონის გამგებლობის კანდიდატი

KKPRESS.GE- ქვემო ქათლის საინფორმაციო პორტალი 

კოალიცია ,,ქართული ოცნების" გარდაბნის გამგებლობის კანდიდატი, უკვე ცნობილია. რაიონის გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად ამჟამად კოალიციის გარდაბნის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გელა ნიორაძე იბრძოლებს. საუბრობს, რომ 2012 წლის 7 ივნისიდან ,,ოცნების" წევრია, წარსულში იყო 2000 წლამდე მინისტრის მოადგილე ვაჭრობისა და ეკონომიკის დარგში, 2003 წლიდან კი დაკავებულია ბიზნეს საქმიანობით. აცხადებს, რომ გარდაბნის რაიონს კარგად იცნობს, რადგან ჰქონდა საწარმოები ამ რაიონში.  

,, დაახლოებით 20 დღეა რაც საარჩევნო შტაბს ვხელმძღვანელობ, ჩემი ჩამოსვლიდან ერთ კვირაში შეწყდა ყოველგვარი დაპირისპირება. საშტაბო საქმიანობაში ჩავრთეთ ყველა ის ადამიანი ვინც იყო რაიონში ,,ოცნების" ფლაგმანი და წვლილი აქვს შეტანილი  ,, ქართული ოცნების" გამარჯვებაში.

რაც შეეხებო გამგებლობას, მე ვარ დასახელებული. ასე გადაწყვიტა პარტიამ, ნდობა გამომიცხადა.

ოფიციალურად ჩემი წარდგენა ხვალ მოხდება. შესაბამისად, სააგიტაციო მასალა და პლაკატები შემდეგ გაიკვრება", - საუბრობს ნიორაძე.

,, ოცნების" გარდაბნის გამგებლობის კანდიდატს, რომელიც ამავე დროს არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი -  საინტერესო საქმიანი ცხოვრების მიუხედავად, რაიონი არ იცნობს. შესაბამისად, გარდაბნის საარჩევნო შტაბს მოუწევს სათაო ოფისის გამოგზავნილი კადრი  ჯერ გააცნოს გარდაბნელებს, შემდეგ კი დაარწმუნოს, რომ მას რეგიონის ყველაზე რთული რაიონის მართვა შეუძლია.


მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

Comments