წალკაში პარტიების წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატთა უმრავლესობა უმუშევარია

KKPRESS.GE - ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი 

წალკის საოლქო საარჩევნო კომისიაში დღეისთვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატების სია 9 პარტიას აქვს წარდგენილი. ,, ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" ამ ეტაპზე, მკითხველს წალკაში სამი პარტიის საკრებულოს წევრობის კანდიდატებს აცნობს. სხვადასხვა პარტიის კანდიდატებს ერთი მსგავსება აქვთ - მათი უმრავლესობა უმუშევარია.

ასე გამოიყურება ,, ქართული ოცნების" საკრებულოს წევრობის კანდიდატთა სია: ჯემალ ბერიძე - ვეტერინარი - კოალიციის შტაბის აქტივის უფროსი; დავით მაჩიტიძე - ეკონომისტი - მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე; მატეოს ბაბოიან - ბიოლოგი - სოფელი კუშის საჯარო სკოლის პედაგოგი; ნუგზარ სურმანიძე - აგრონომი -ამჟამად უმუშევარი; ირაკლი გიგინეიშვილი - იურისტი - გამგებლის მოადგილე - ყოფილი მოსამართლე; ფეოხარ პარასკევოვი - ეკონომისტი - ამჟამად უმუშევარი; მელიტონ პაკელიანი - ეკონომისტი - შ.პ.ს. წყალმომარაგების თანამშრომელი; ჯემალ ვანაძე - ეკონომისტი - საკრებულოს წევრი; არტაშ ნაზლუიან - ინჟინერი - ამჟამად
უმუშევარი; რევაზ მაკარაძე - პედაგოგი - ამჟამად უმუშევარი; ავთანდილ ვანაძე - ექიმი - ბედიანის საავადმყოფოს დირექტორი - საკრებულოს წევრი; დარიკო ქარცივაძე -  მედდა - ამჟამად უმუშევარი; ცეზარ ხორგუანი - ინჟინერი - ამჟამად უმუშევარი; ამირან ირემაძე - ვეტერინარი - თრიალეთის საჯარო სკოლის პედაგოგი; ნოდარ მარკოიძე - ზეინკალი -  ამჟამად უმუშევარი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი თავის ამომრჩეველს შემდეგ კანდიდატებს სთავაზობს: არტურ ვარტერესიან - იურისტი - ამჟამად უმუშევარი; ავთანდილ დავლაძე - ბუღალტერი -  საკრებულოს წევრი; ემზარ დიმიტრაძე - იურისტი 2006 წლის მოწვევის საკრებულოს წევრი - ამჟამად უმუშევარი; არტურ სარკისიან - საშუალო განათლება -ამჟამად უმუშევარი; მარინა ჩხვიმიანი - მედდა - ამჟამად უმუშევარი; შალვა აიტოვი - ეკონომისტი -  ამჟამად უმუშევარი; ნოდარ ბერიძე - ინჟინერი - ამჟამად უმუშევარი; ედგარ ნერსესიანი - საშუალო განათლება - ამჟამად უმუშევარი; ირმა დიასამიძე - საშუალო განათლება - ამჟამად უმუშევარი; ასტხიკ ხზანიან - ეკონომისტი - ამჟამად უმუშევარი; მალხაზ ნაკაიძე - საშუალო განათლება - ამჟამად უმუშევარი; მერაბ იაკობაძე - ინჟინერი - ამჟამად უმუშევარი; მარიამ ხაჩატურიანი - ექიმი - ამჟამად უმუშევარი; ნინა აიტოვა - ეკონომისტი - ამჟამად უმუშევარი;ვახტანგ ძირკვაძე - საშუალო განათლება - ამჟამად უმუშევარი.
უმუშევრების სიმრავლე არის ,,ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" წალკის საკრებულოს წევრობის კანდიდატთა სიაშიც. მათი გაერთიანების ჩამონათვალი ამგვარია: ამირან საგინაძე - პედაგოგი - საკრებულოს წევრი; არარატ პეტროსიან - საშუალო განათლება - ამჟამად უმუშევარი; იური მოდებაძე - იურისტი - 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისას კოალიცია ,,ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის აქტივის უფროსი, შსს წალკის რაიონული სამმართვერლოს ყოფილი უფროსი; ლელა ჩახვაძე -  ვეტერინარი - ამჟამად მუშაობს სურსათის ეროვნულ სააგენტოში; ალუდა საღლიანი -  ეკონომისტი - ამჟამად უმუშევარი; მევლუდ ვაშაყმაძე -  ინჟინერი - ამჟამად უმუშევარი; ციური ფუტკარაძე - პედაგოგი - ამჟამად უმუშევარი; ბეჟან ხოზრევანიძე - საშუალო განათლება -  ამჟამად უმუშევარი;გულნარა პაპიძე -  სოფ. გუმბათის საჯარო სკოლის პედაგოგი; ნატო ჯაჭვლიანი - სოფელი ტბეთის საჯარო სკოლის პედაგოგი; მარინა მელტონიან - საშუალო განათლება - ამჟამად უმუშევარი; ტარიელ ხუციშვილი - ინჟინერი - ამჟამად უმუშევარი; გიორგი პოღოსიან - საშუალო განათლება - ამჟამად უმუშევარი; ხალიდ ლაზგიევი - საშუალო განათლება - ამჟამად უმუშევარი; რევაზ ცეცხლაძე - მუსიკოსი - ამჟამად უმუშევარი.

პარტიების საზოგადოებისთვის წარდგენილ სიებთან დაკავშირებით, ამომრჩევლები თავიანთ შეფასებებს აკეთებენ. საზოგადოების ნაწილისთვის კრიტიკის ობიექტი მმართველი გუნდის წალკელებისთვის წარდგენილი კანდიდატები ხდებიან.
ჩვენი რესპოდენტები საუბრობენ, რომ რაიონს ახალი სახეები სჭირდება, სუფთა წარსულით და უნარებით, რომლითაც რაიონში წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოგვარებაა შესაძლებელი.

 ,, ვესწრებოდი კოალიცია ,,ქართული ოცნების" კანდიდატთა პრეზენტაციას და ნამდვილად არ მესიამოვნა, რომ ამდენი ძველი სახეა ისევ კოალიციის მხრიდან წარმოდგენილი. ირგვლივ არის ბევრი  განათლებული და ერუდირებული ახალგაზრდა, რომლებზეც შეიძლება დაყრდნობა და მათი შეყვანა როგორც საკრებულოში, ასევე სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ამის ნაცვლად არის ჯადოსნური წრე შეკრული და მის ირგვლივ ტრიალებს მთელი წალკა. როგორ შეიძლება ასე გაგრძელება?! მემკვიდრეობითაა საკრებულოს წევრობა, ან სხვადასხვა თანამდებობი გამგეობაში?! იყო შევარდნაძის დრო და იქ იყვნენ, იყო სააკაშვილის დრო და იქ იყვნენ, ახლა ოცნებაა და მაინც ესენი არიან - ასე არაფერი გვეშველება",  - აცხადებს წალკის მკვიდრი, ბადრი ირემაძე.

 ,,ოცნების" სიებით უკმაყოფილოა ადგილობრივი არჩილ ქამადაძეც. ამბობს, რომ პარტიის სათაო ოფისმა ყოფილი მმართველი გუნდის ტენდენცია გააგრძელა.
,, სამწუხაროდ, წალკა ზოგისთვის საბადოა, სადაც შეიძლება  სარფიანი საქმეების კეთება და გამდიდრება.  არავინ იცის რაში იხარჯება რაიონის ბიუჯეტი, არანაირი ინფრასტუქტურა აქ არაა, მიწები ჩვენ არა გვაქვს და წყალი - არც გზაა, ნორმალურად გადაადგილება, რომ შეძლო. ქართულ ოცნებას თბილისიდან უნდა ეზრუნა იმისათვის, რომ სიებში არ ყოფილიყვნენ ისევ ის ადამიანები, რომლებმაც გაანადგურეს წალკა და აქ, მხოლოდ იმიტომ არიან, რომ ფული აკეთონ", -საუბრობს ადგილობრივი, არჩილ ქამადაძე.

გურამ კახაძე
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments