უფლებათადამცველმა ასოციაციამ კახა გურგენიძის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

KKPRESS.GE

 „უფლებადამცველთა საერთაშორისო ასოციაციამ“ რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიას სარჩელით მიმართ. ასოციაცია თვლის, რომ 9 ივნისს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, კახა გურგენიძემ რომელიც ამავე დროს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი და მაჟორიტარობის კანდიდატი - ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა.

„ გაცნობებთ, რომ 2014 წლის 09 ივნისს 09:30 საათზე, . რუსთავის ქვემო ქართლის სატელემაუწყებლო საშუალების საინფორმაციო გამოშვებაქრონიკისგამოყენებით (http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=qvemoqartli)  მოხდა საარჩევნო ბლოკისერთიანი ნაციონალურ იმოძრაობის” #7 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კახა გურგენიძის მიერ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ადინისტრაციულ შენობაში მდებარე საკრებულოს   სხდომის დარბაზის გამოყენება განცხადების გასაკეთებლად

მაშინ როცასაჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 89-ე მუხლის)” ქვეპუნქტის საფუძველზე კახა გურგენიძეს შეჩერებული ჰქონდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება, როგორც თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს და მთელი ამხნის განმავლობაში აქტიურად ჩართული გახლდათ წინასაარჩევნო კამპანიაში, როგორც მაჟორიტარი იდეპუტატობის კანდიდატი და საარჩევნო ბლოკის -“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიის“ სიის პირველი ნომერი.

მოქმედი კანონმდებლობისსაჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონისა და საქართველოს ორგანული კანონისსაარჩევნო კოდექსისგათვალისწინებით იგი არ იყო უფლებამოსილი ესაუბრა, როგორცთვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის  სახელით მასმედიის გამოყენებით და უფრო მეტიც, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მას უფლება არ ჰქონდა შესულიყო ადმინისტრაციულ შენობაში, გამოეყენებინა მისი ადმინისტრაციული რესურსი, მოეწვია ტელევიზია და გაეკეთებინა ნებისმიერი სახის განცხადება მაშინ, როცა თავად განცხადებაც თავისი არსით, ცალსახად წარმოადგენდა წინასაარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდას, ვინაიდან პირდაპირ მიუთითებდა და საუბრობდა ოპონენტი პოლიტიკური პარტიების მისამართით, ციტირება რომ მოვახდინოთ: “საკრებულოს მისამართით სხვადასხვა პარტია, პოლიტიკური ჯგუფი, საკუთარი დივიდენტის მოპოვების თვალსაზრისით სხვადასხვა ბრალდებებს  აყენებს- ო განაცხადა კახა გურგენიძემ.

ამასთანავე, მერიას დაავალა ძველი საქმეების შესწავლის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და მზადყოფნა გამოთქვა ხარვეზების შემთხვევაში საკრებულომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, ის საუბრობს, როგორც საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე და როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი

ამდენად, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მოცემულ შემთხვევაში მისი მხრიდან ადგილი აქვს სამართალდარღვევას“, - ნათქვამია „უფლებადამცველთა საერთაშორისო ასოციაციის“ სარჩელში.

აღნიშნული სარჩელი მასში მოყვანი ფაქტების შესწავლისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით რუსთავის საოლქომ გადაუგზავნა ცესკოს. ამ უკანასკნელის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე უცნობია.



kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments