სოფლებში არსებული სიღარიბის მიუხედავად სახელმწიფო ბიოგაზის შესაძლებლობების გამოყენებაზე არ ფიქრობს - 05 ივლისი 2014

KKPRESS.GE

საქართველოს სოფლებში, როგორც ინფრასტრუქტურა ასევე მოსახლეობის უმრავლესობის ცხოვრების დონე, უკვე ათეული წლებია დაბალია და ამ მიმართულებით ვერც ერთი სახელმწიფო, თუ ადგილობრივი პროექტი - მნიშვნელოვან შედეგებს ვერ აღწევს. განსხვავება ქართულ და ევროპულ სოფლებს შორის, როგორც იერსახის ასევე მოსახლეობის შემოსავლების კუთხით დიდია.

ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის სოფლების არც თუ მცირე რაოდენობა იცლება მოსახლეობისგან, მიწები დაუმუშავები რჩება - სოფლის მოსახლეობის ნაწილი კი, რომელსაც წასასვლელი არსად აქვს ცხოვრობს რთულ საყოფაცხოვრებო პირობებში. 
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ქართულ და ევროპულ სოფლებს შორის ისაა, რომ  ევროკავშირში შემავალი ყველა ქვეყანა უკვე წლებია თითქმის არაფერს ყრის ნაგავში. ბიოლოგიური ნარჩენები, რომლის გადამუშავებაც იქვე სოფელში ხდება,
ამცირებს მოსახლეობის, როგორც  ელექტრო ენერგიის, ასევე სასუქის ხარჯებს. საუბარია ბიოენერგიაზე, რომლის შესახებაც დღეს აქტიუარად არ საუბრობენ და მთელ ქვეყანაში სულ რამდენიმე სოფელია, სადაც მზის ენერგიას იყენებენ და იადვილებენ ცხოვრებას.
რუსუდან სიმონიძე „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მოგობრების" თანათავმჯდომარეა. გვესაუბრება ბიოენერგიის მნიშვნელობაზე და იმ სიკეთეებზე რისი მოტანაც ამ რესურს შეუძლია. ამბობს, თუ სახელმწიფო დაინტერესდება ამ იდეის სოფლებში განხორციელდებით ყველაფერი გაცილებით სწარფად მოხდება, ვიდრე ეს არასამთავრობოებს შეუძლიათ. საუბრობს, რომ მთავრობას, როგორც ჯადოსნური ჯოხით ისე შეუძლია მოსახლეობის ცხოვრების წესის შეცვლა და ამით გარემოს დაცვის ხელშეწყობაც.

„ ბიოენერგიას ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია. თქვენი ქვემო ქართლის სოფლებისთვის შემიძლია დაგისახელოთ, რამდენიმე კონკრეტული შესაძლებლობა, რაც შეიძლება არც, თუ რთულად გაკეთდეს. მოსახლეობისთვის დიდი შეღავათის მომცემია მზით წყლის გამათბობლები. ასევე ადვილი გასაკეთებელია ჩირის საშრობები, რომლითაც მზის მეშვეობით ძალიან სწრაფად ხდება ჩირის მომზადება და აბსოლუტურად დაცულია მწერებისგან. ასევე სოფლებისთვის უმნიშვნელოვანესია საქონლის ბიოლოგიური ნარჩენის გამოყენებით ბიოგაზის მიღება. ეს არის უსუნო, ეკოლოგიურად უსაფრთხო ენერგია, რომელსაც თუ საქონლის რაოდენობა ოცამდეა გარკვეული ფართობის სახლის გათბობაც შეუძლია. ასევე ამ ფორმით შესაძლებელია ბუნებრივი სასუქის მიღება, რაც ეკოლოგიურად სუფთა საკვების მოსაყვანად საუკეთესო საშუალებაა", - საუბრობს  რუსუდან სიმონიძე. ამბობს, რომ სასუქის მისაღებად ასევე შესაძლებელია ნარჩენების დახარისხება და ორგანული ნარჩენის გამოყენება. გვიხსნის, რომ ბუნებრივი სასუქის მისაღებად მცირე ადგილი ევროპული სოფლის ყველა ეზოშია.  

KKPRESS.GE-მ  მოიძია ინფორმაცია ბიოგაზის დანადგარების შესახებ. აღმოჩნდა, რომ მრავალი ტიპის ბიოგაზის დანადგარი არსებობს, მათ შორის ყველაზე უფრო გავრცელებული სამშენებლო ტიპის დანადგარია მისი წარმადობისა და დამზადების სიმარტივის გამო. ასეთი დანადგარი საქონლის სადგომთან ახლოს შენდება ღრმად მიწაში, რაც საშუალებას იძლევა რომ საქონლის სადგომში მყოფი ნარჩენები თვითდინებით ჩაედინოს დანადგარში. მისი მეშვეობით წყდება არასასიამოვნო ჰიგიენური პირობების პრობლემაც, რომელიც ნარჩენების გარეთ გატანით არის ხოლმე გამოწვეული: სუნი, მწერები, და ა.შ.

ეს ენერგია ბიოგაზის დანადგარის მეშვეობით ჩვეულებრივი გაზის სახით მიიღება. ამ დანადგარს სხვადასხვა ქვეყნები მასიურად იყენებე, ძირითადად სოფლის მეურნეობაში. მას გაჩნია მთელი რიგი უპირატესობები: იზოგება ხარჯები რაც შეშისა თუ ბუნებრივი აირის ბალონის ყიდვას სჭირდება; გადამუშავებით მიღებული მასა სასუქად გამოიყენება, რაც თავის მხრივ ასევე ხარჯების ეკონომიაა და ეკოლოგიურია როგორც უნიტრატო სასუქი - რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შესაძლებელია ამ გაზით ელექტრო-ენერიის მიღება ჩვეულებრივი ბენზო-გენერატორის (დვიჟოკის) მეშვეობით.
„საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" თანათავმჯდომარე ამბობს, რომ მათ ათობით სპეციასტი მოამზადებს ქვეყნის მასშტაბით, რომელთაც მზის ენერგიის გამოყენებით სხვადასხვა დანადგარების შექმნა - ასევე, ბიოგაზის მიღება შეუძლიათ. საუბრობს, რომ ამ მიმართულებით დაინტერესებულ მოსახლეობას შესაბამის კონსულტაციებს გაუწევენ.  სახელმწიფოსთან კი აქვთ რეკომენდაციები, რომ აუცილებელია შემუშავდეს კანონი ბიოენერგიიის შესახებ და მთავრობამ გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ მოსახლეობას ბიოენერგიის შესაქმნელი დანადგარების შესაძენად ბანკებმა სესხი მისცენ.
პ.ს  ბიოენერგიის შესახებ არსებობს არაოფიციალურად გავრცელებული მოსაზრებები, რომ ენერგიის მიღების ამ წყაროს შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას და მათი ცხოვრების წესის შეცვლას - ხელს უშლიან ადამიანები/კომპანიები, რომელთა შემოსავალიც სწორედ ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის გაყიდვაზეა დამოკიდებული.

მანონ ბოკუჩავა
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments