„ მე გპირდები შენ აი, ამ გადაწყვეტილების გამო მაგრად ინანებ“, - უგულავას განცხადებები მარნეულის საოლქოში - 06 ივლისი 2014

KKPRESS.GE

თბილისის ყოფილ მერს დღეს ფინანსურის ბრალდებების გარდა მარნეულის საოლქოში მომხადრი ინიციდენტის გამოც ედავებიან. ბრალდება აცხადებს, რომ უგულავას „ბრალი მარნეულში ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და იძულებაში ედება."

„ ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" გაეცნო მარნეულის ინციდენტის დროს საოლქოში გადაღებულ ვიდეო მასალებს. მათში ჩანს, რომ მარნეულის საოლქოს ხელმძღვანელის, კობა ასანიძის სამუშაო ოთახში უგულავასთან ერთად იმყოფებიან  „ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერებით, მათ შორის უგულავაზე არა ნაკლებად აქტიურია ირმა ნადირაშვილი, რომელიც საოლქოს თავმჯდომარეს, კობა ასანიძეს  მიმართავს კითხვით: „არ გრცხვენიათ?! რა გადაგიხადეს ასეთი?!"

ასანიძე ბრალდებების ადრესატია უგულავას მხრიდანაც. „ საჩუქარი გინდა გაუკეთო ღარიბაშვილს?! რას აკეთებ, არ გრცხვენია?! როგორ შეიძლება გამგებლის კანდიდატურიდან მოხსნა ადამიანი, რომელსაც ამდენი მხარდამჭერი ჰყავს, გამოიწვევ უბედურებას. თუ ვინმეს მოგება უნდა მოიგოს წესიერად.

მე გპირდები შენ აი, ამ გადაწყვეტილების გამო მაგრად ინანებ!"- მიმართავდა საოლქოში პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად მყოფი უგულავა ასანიძეს. საოლქოს შენობის დატოვებაზე უარს აცხადებდა კომისიის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან" ხათუნა გოგორიშვილიც. მასთან ერთად აქტიურობდა გოკა გაბაშვილი და პარლამენტარი, აზერ სულეიმანოვი.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments