" აქ, რომ მოდიან თანამშრომლები 10 საათზე და მიდიან 17 საათზე მასე არ იქნება", - გარდაბნის ახალი გამგებლის გეგმები - 22 ივლისი 2014

KKPRESS.GE

გარდაბნის ახალი გამგებელი, გელა ნიორაძე აცხადებს, რომ მას რაიონი რთულ ვითარებაში დახვდა, რადგან მის წინამორბედებს გარდაბნის პრობლემების მოსაგვარებლად არაფერი უკეთებიათ. მდგომარეობის გამოსასწორებლად კი თავისი გეგმები აქვს.

" აქ, რომ მოდიან თანამშრომლები 10 საათზე და მიდიან 17 საათზე მასე არ იქნება, გვექნება 18 საათიანი გრაფიკი. ვინც გაუძლებს და იმუშავებს დარჩება, ვინც არა წავა სახლში", - აცხადებს, ნიორაძე. სამსახურის ხელმძღვანელებზე და საკუთარ მოადგილეებზე, რომელთა დანიშნვა უახლოეს დღეებში შეეძლება ამბობს, რომ "ყველანი ადგილობრივები არიან - 10 წლიანი მუშაობის გამოცდილებით გარდაბნის რაიონში."
კითხვაზე აწუხებენ, თუ არა დასაქმების მსურველი ადგილობრივი შტაბის წევრები, ვინც წინასაარჩევნოდ ეხმარებოდა ამბობს, რომ ვერავინ მიაკითხავს ასეთი თხოვნით, რადგან მას ადგილობრივი არავინ დახმარებია საარჩევნო კამპანიაში.


"ჩემი მეგობრების გარდა არავინ დამხმარებია. ისინი არ არიან აქაურები და არც არაფერზე აქვთ პრეტენზია. ადგილობრივი არავინ დამხარებია. სკოლებში ჩვენ არ გვიშვებდნენ.. ადგილობრივისთვის  არც  არაფერი დამივალებია", - საუბრობს, გელა ნიორაძე. 

გეგმავს შეინარჩუნოს გამგეობაში არსებული 9 სამსახური და დანიშნოს სამი მოადგილე. მათ ვინაობას არ ამხელს და აცხადებს, რომ საკრებულოს მიერ გამგეობის სტრუქტურის დამტკიცების შემდეგ წარადგენს.

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments