სოფლის რწმუნებულებს უფლებამოსილება შეუწყდათ - 10 ივლისი 2014

KKPRESS.GE

თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტში გვიდასტურებენ, რომ მათ სოფლის რწმუნებულებს უფლებამოსილება უკვე შეუწყდათ. აღნიშნულ ქმედებას მათ და ყველა მუნიციპალიტეტს - ახალი თვითმმართველობის კოდექსი ავალდებულებს. 
„ მოგეხსენებათ თვითმმართველობის ახალი კოდექსის თანახმად სოფლის რწმუნებულების ნაცვლად იმუშავებენ გამგებლის/მერის წარმომადგენლები. მათ არჩეული გამგებელი/მერი დანიშნავს. ახალი შემადგენლობის პირველ საკრებულოს მეორე სხდომაზე უკვე შესაძლებელია გამგებელმა მისი მიერ შერჩეული წარმომადგენლები დაასახელოს", - საუბრობს, მარნეულის მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი, ნინო დეკანოიძე.

თვითმმართველობის ახალი კოდექსის თანახმად არჩეულ გამგებელს/ მერს შეუძლია თავად დააკომპლექტოს მუნიციპალიტეტის ძირითადი გუნდი, დანიშნოს თავისი მოადგილეები და სამსახურის ხელმძღვანელები. აღნიშნული თანამდებობის პირებისთვის არაა სავალდებულო ატესტაციის გავლა.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

Comments