ინტერნატის დასახლების მაცხოვრებლებს „ოცნების“ მერობის კანდიდატი შეხვდა - 10 ივლისი 2014

KKPRESS.GE

დღეს, რუსთავის ინტერნატების დასახლებას „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი, დავით ჯიქია სტუმრობდა. ინტერნატელებმა დასახლების ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ისაუბრეს.

ნაირა ქარუხნიშვილი, რომელიც 7 წელია ინტერნატების სკოლის დირექტორია საუბრობს, რომ დასახლება წლების განმავლობაში ხელისუფლებისგან უყურადღებოდ იყო დარჩენილი. აცხადებს, რომ რუსთავის ცენტრიდან მოშორებით მყოფ ინტერნატის მოსახლეობას ტრანსპორტის, კულტურულ-დასასვენელი ადგილების და საკანალიზაციო კომუნიკაციის - პრობლემა აქვს.

„ აღნიშნულ დასახლებას ემსახურება მხოლოდ ერთ #7 ავტობუსი, რომელიც დიდი შუალედით დადის. ასევე სამარშუტო, რომელიც გვიანობამდე არ მუშაობს - რაც ადგილობრივ მოსახლეობას ცხოვრებას ურთულებს. ამ პრობლემის გამო მგზავრობა შედარებით ძვირი უჯდებათ ჩვენ სტუდენტებსაც.

დასახლებაში სხვა მხრივაც რთულია ცხოვრება ახალგაზრდებისთვის - არ აქვთ კუტურის ცენტრი, სკვერი, მოედანი; არ არის არც ერთი კულტურული ობიექტი, სადაც ახალგაზრდები სასარგებლოდ გაატარებდნენ დროს", - საუბრობს, ქარუხნიშვილი.
ამბობს, რომ დასახლებას მუდმივად აქვს საკანალიზაციო მილებთან დაკავშირებული პრობლემები, რადგან 2 წლის წინ გზის ახალი საფარის დაგებისას აღნიშნული კომუნიკაციები არ შეიცვალა.

„ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ამ პრობლემების შესახებ საუბრობდა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში დასახლებას სათანადო ყურადღება მიექცევა. საუბრობდა, რომ მისი ექვსთვიანი მერობის პერიოდშიც ინტერნატებში რიგი პრობლემების მოგვარება დაიწყო და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

„ წლების განმავლობაში იყო მიტოვებული ეს დასახლება. ხედავთ რა მდგომარეობაშია ცენტრალური გზა. ასევე სახლები არის დაზიანებული. ჩვენ შევპირდით, რომ ისევე როგორც მოხდა ამ პრობლემის მოგვარება რუსთავის სხვა ნაწილშიც ამ შემთხვევაშიც ასე მოხდება", - აცხადებდა ჯიქია. მისი თქმით, ამომრჩეველს არ პირდება ისეთ რამეს, რისი შესრულებაც მის ძალებს აღემატებდა.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

Comments