წალკის საკრებულოს ირაკლი გიგინეიშვილი უხელმძღვანელებს - 14 ივლისი 2014

KKPRESS.GE

დღეს ახალი შემადგენლობის საკრებულოს პირველი სხდომა წალკის თვითმმართველობაშიც გაიმართა. საკრებულოს წევრებმა თავმჯდომარე და მოადგილე აირჩიეს.

თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელდა ორი კანდიდატი: „ქართული ოცნებიდან" - ირაკლი გიგინეიშვილი და „ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციიდან" - იური მოდებაძე. კენჭისყრის შედეგად 38 ხმით წალკის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი გიგინეიშვილი გახდა. 5 ხმა მიიღო იური მოდებაძემ - 2 ხმა კი გაბათილდა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ, მხოლოდ ერთი კანდიდატი დასახელდა „ქართული ოცნებიდან"  - გოჩა ხაჩატურიანი. მას მხარი საკრებულოს 44 წევრმა დაუჭირა - 1 ხმა გაბათილდა.

ასევე, 45  წევრისგან  შემდგარმა საკრებულომ დღეს ცნობად მიიღო ინფორმაცია ცხრა ფრაქციის შექმნის შესახებ.


გურამ  კახაძე

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments