ვაჟა გენგაშვილი - გარდაბნის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე - 21 ივლისი 2014

KKPRESS.GE

გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარე 59 წლის ვაჟა გენგაშვილი გახდა. 15 წელი პროკურატურის სხვადასხვა თანადებობებზე მუშაობის გამოცდილების მქონე გენგაშვილი ამბობს, რომ სწორედ ამ უწყებამ ასწავლა სახელმწიფოებრივი აზროვნება.
კითხვაზე, რატომ ინიშნებიან რეგიონებში აქტიურად ყოფილი სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები ამბობს, რომ ქვეყანაში გარდამავალი  ეტაპია და ალბათ, ამ დროისთვის ასეა საჭირო. ფიქრობს, რომ თვითმმართველობაში კარგი კადრების შენაჩუნებას და იმათ გაშვებას შეძლებს  ვინც საქმეს ვერ, ან არ აკეთებს. ამბობს, რომ მისი მიზანი არაა თვითმმართველობა ამჟამად მოქმედმა, საქმისმცოდნე კადრებმა დატოვონ.


„არ ვიცი ვინ შემარჩია „ქართული ოცნების"  სიაში ჩასასმელად. მე პირადად ამისთვის განცხადებები არსად მიწერია, უბრალოდ მათ გარშემო ჩემმა მეგობრებმა მოიყარეს თავი ვინც „ქართული ჯგუფში" მუშაობდნენ. მე მათთან მეგობრობის გამო ფართო საზოგადოებაზე გაცილებით ადრე ვიცოდი ვინ იყო ბატონი ბიძინა და რა სიკეთეებს აკეთებდა", - საუბრობს გენგაშვილი.

მისი მოძებნა და შემდეგ „ქართული ოცნების" უმრავესობით მოსულ საკრებულოში თავმჯდომარედ არჩევა - მმართველ გუნდს არ გაუჭირდებოდა, რადგან მათთვის უკვე კარგად ნაცნობია  ვაჟა გებგაშვილის ვაჟი, რომელსაც შსს-ში მაღალი თანამდებობები უკავაი. ამ დროისთის ლევან გენგაშვილი არის შიდა ქართლის მთავარი საამმართველოს უფროსი, მანამდე კი გახლდათ გურჯაანის სამმართველოს უფროსი. არაოფიციალური ინფორმაციით ლევან გენგაშვილი არის შსს-ს მინისტრის კურსელი.

„ მაქვს კარგი ხედვა გარდაბნის რაიონის პრობლემების მოგვარების. ამ ეტაპზე ერთ-ერთი პირველი დავალება, რაც მივეცი ეხება ლეგალიზაციის კომისიის შექმნას. ჩვენ გვაქვს სოფელი ლელაშხა, სადაც ათეული წელია მოსახლეობას აქვს საკარმიდამო მიწების დაკანონების პრობლემა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამ ადამიანებს, რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო მიწებს,  ეს უფრო რთული საკითხია და მის გადაწყვვეტას მეტი დრო სჭირდება",- საუბრობს გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაჟა გენგაშვილი.
ამ დროისთვის გარდაბნის საკრებულოში ორი ფრაქციაა შექმნილი: „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა."

ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარედ ამბაკო ავალიანი აირჩა. შეგახსებნებთ, რომ ავალიანი არჩევნებამდე რადენიმე კვირით ადრე საკუთარი თანაპარტიელის გამგეობის წინ ცემაში ამხილეს და მასზე შესაბამისი საჩივარიც ადგილობრივ პოლიციაში შევიდა.

ავალიანის შესახებ საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ამბობს, რომ ის „წესერი და პატიოსანი ბიჭია." მისი წარსულის შეხსენებისას გენგაშვილი გვიხსნის, რომ ავალიანს სურვილი აქვს პატიოსნად იმუშაოს რაიონისთვის და ისწავლოს ყველაფერი რაც არ იცის.

„ მე ვერ გავაკეთებ მომხდარის სამართლებრივ შეფასებას, რაც შეეხება პოლიტიკურს ეს ადამიანი ამ ამბების შემდეგ გარდაბნის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა - ე.ი ნდობა გამოუცხადეს", - დასძენს, გენგაშვილი. კითხვაზე ნორმალურ ქვეყანაში, რამდენად მოხდება ასეთი ფაქტის შემდეგ რამდენიმე დღეში პირის დაწინაურება - ამბობს, რომ ახაგზარდებს შანსის და სწორი მიმართულების მიცემა სჭირდებათ და მასაც თავის დროზე ბევრი, რამ ასწავლეს მასზე გამოცდილმა ადამიანებმა.

გენგაშვილი აცხადებს, რომ საკრებულოს აქტიური მუშაობის გარეშე რაიონის პრობლემები ვერ მოგვარდება და საკრებულოს ყველა წევრს პასუხისმგებლობის გაზიარებისკებ მოუწოდებს.


kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

Comments