დმანისის საკრებულოში ამ დროისთვის სამი ფრაქციაა შექმნილი - 21 ივლისი 2014


დმანისის საკრებულომ  თავმჯდომარედ აირჩია კოალიცია ქართული ოცნების დეპუტატი ლერი ბერუაშვილი. 31 დეპუტატიდან კენჭისყრაში 27 - მა მიიღო მონაწილეობა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულ იქნა სტამბულ ბაირამოვი. შეიქმნა 3 ფრაქცია: ,,ქართული ოცნება", რომლის თავმჯდომარედ დასახელდა ლერი გირგვლიანი, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - თავმჯდომარედ დათო მოსეშვილი, ,,ქართული ოცნება - რესპუბლიკელები" - თავმჯდომარედ ედვარდ ცინაძე.


ასევე არჩეულ იქნა საკრებულოს 5 კომისიის თავმჯდომარე. სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ დასახელდა კახა პეტრიაშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ - ალექსანდრე ნონიაშვილი, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ - მურთაზ ვიბლიანი, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარედ გოგი ციხელაშვილი, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ - ესმა მაისურაძე.



KKPRESS.GE

Comments